სიდნეი შელდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიდნეი შელდონი
ინგლ. Sidney Sheldon
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1917(1917-02-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ჩიკაგო[1] [10] [11] [12]
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 2007(2007-01-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი რანჩო-მირაჟი[1] [13] [14] [15]
დასაფლავებულია ვესტვუდის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი, რომანისტი, დრამატურგი, კინორეჟისორი[16] , მსახიობი[17] [18] [19] , ტელე პროდიუსერი[20] [21] , პროზაიკოსი და მკვლევარი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი, Senn High School, East High School, Weinberg College of Arts and Sciences და Northwestern University
ჟანრი დრამა, დეტექტივი და სასიყვარულო რომანი
ჯილდოები ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში[22]
შვილ(ებ)ი Mary Sheldon

სიდნეი შელდონი, სიდნი შეხტელი (ინგლ. Sidney Sheldon; დ. 11 თებერვალი, 1917, ილინოისი, ჩიკაგო — გ. 30 იანვარი, 2007, კალიფორნია) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი, რომლის ნამდვილი სახელი სიდნი შეხტელია, 1917 წლის 11 თებერვალს ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში, ებრაელების ოჯახში დაიბადა.

მისი კარიერა 1937 წელს ჰოლივუდში დაიწყო, სადაც ფილმებისთვის სწერდა სცენარებს და თავის დროზე კომედიური სცენარისთვის „ოსკარიც“ მიიღო. 1941 წელს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურების შემდეგ შელდონი სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, ბროდვეის დადგმებისთვის მუსიკას წერდა და კინოსტუდიებისთვის სცენარებზე მუშაობასაც აგრძელებდა.

შელდონმა რომანების წერა გვიან დაიწყო. მისი პირველი ნაწარმოები - „ნიღაბჩამოხსნილი სახე“ 1970 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ავტორი 53 წლის იყო. ნაწარმოები ძალიან მალე იქცა ბესტსელერად. იმ დროისათვის სიდნეი ტელესერიალების წარმატებული პროდიუსერი და ცნობილი სცენარისტი იყო. საკუთარ სამწერლებო კრედოს იგი მოკლედ განსაღვრავდა: „მინდა, რომ მკითხველმა ჩემი ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს და გვერდზე არ გადადოს“. მისი წიგნების რეცეპტიც მარტივია: დეტექტიური ინტრიგა, სიმპათიური გმირები, მელოდრამული პასაჟები. ბესტსელერებად გცეული მისი დეტექტიური რომანები 180-ზე მეტ ქვეყანაში, 51 ენაზეა ნათარგმნი და მისი წიგნების ტირაჟები მილიონობით განისაზღვრება.

მწერალს სიცოცხლეშივე დიდი აღიარება ექვია, შელდონი 89 წლის ასაკში, 2007 წელს, კალიფორნიაში, თავის მდიდრულ რანჩოზე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 3, თბილისი, 2010.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #11805340X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. http://ibdb.com/person.php?id=8678
  11. http://news.bbc.co.uk/2/hi/6315875.stm
  12. http://writersalmanac.publicradio.org/index.php?date=2004/02/11
  13. http://www.encyclopedia.com/doc/1G2-2506300153.html
  14. http://www.startribune.com/dynamic/mips_mobile_story.php?story=970849
  15. http://www.usatoday.com/life/people/2007-01-30-sidney-sheldon-obit_x.htm?POE=LIFISVA
  16. http://www.nytimes.com/movies/movie/86310/The-Buster-Keaton-Story/overview
  17. http://www.broadwayworld.com/article/Kelli-OHara-Judy-Kuhn-More-to-Join-Seth-Rudetsky-for-Book-Launch-1022-20141021
  18. http://www.broadwayworld.com/article/Seth-Rudetsky-to-Release-New-BROADWAY-DIARY-this-Fall-20140909
  19. http://www.listal.com/viewimage/270963
  20. http://www.dnaindia.com/report.asp?NewsID=1077232
  21. http://www.latimes.com/books/jacketcopy/la-et-jc-to-write-and-rest-in-peace-in-la-2014-005-photo.html
  22. https://walkoffame.com/sidney-sheldon/