სერჟ ლიფარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერჟ ლიფარი

სერჟ ლიფარი, 1961 წ.
დაბადების სახელი Сергі́й Миха́йлович Ли́фа
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1904
კიევი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 დეკემბერი, 1986 (82 წლის)
ლოზანა, შვეიცარია
ეროვნება უკრაინელი, ნატურალიზებული ფრანგი
საქმიანობა ბალერონი, ქორეოგრაფი

სერჟ ლიფარი (უკრ: Сергій Михайлович Лифар; რუს. Серге́й Миха́йлович Лифа́рь; დ. 15 აპრილი, 1905, კიევი, რუსეთის იმპერია15 დეკემბერი, 1986, ლოზანა, შვეიცარია) ― უკრაინული წარმოშობის ფრანგი ბალერონი და ქორეოგრაფი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ბალერონი. ლიფარი არა მხოლოდ მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მწერალი, ცეკვის თეორეტიკოსი და კოლექციონერი იყო.[1]

1930-1944 წლებში იყო პარიზის ეროვნული ოპერის ბალეტმაისტერი, ხოლო 1947-1958 წლებში პარიზის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური დონის რესტავრაციაზე მუშაობდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერჟ ლიფარი კიევში, რუსეთის იმპერიაში დაიბადა. სწავლობდა ბრონისლავა ნიჟინსკაიას საბალეტო სტუდიაში „მოძრაობის სკოლა“ კიევში. სერჟ დიაგილევმა შეამჩნია, რომელმაც ლიფარი ტურინში ენრიკო ჩეკეტისთან ტექნიკის გასაუმჯობესებლად გაგზავნა.

ბალე-რუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერჟ ლიფარის დებიუტი ბალე-რუსიში შედგა, 1923 წელს. მთავარი მოცეკვავე 1925 წელს გახდა.[2] ლიფარი ბალე-რუსიში ვასლავ ნიჟინსკის მემკვიდრედ მიიჩნეოდა. 21 წლის ასაკში ლიფარი თამარა კარსავინას მეწყვილედ დანიშნეს ბალეტში „რომეო და ჯულიეტა“. ამ დროისთვის კარსავინა ლიფარზე ორჯერ უფროსი იყო.[1] ჯორჯ ბალანჩინის სამ ბალეტში მთავარი როლები მიიღო, მათ შორის: ბალეტში La Chatte (1927, ფრანგი კომპოზიტორის, ანრი სოგეს მუსიკა); ოდა (ლეონიდ მიასინის ბალეტი) და pollon Musagète (1928, იოგრ სტრავინსკის მუსიკა); და Le Fils prodigue (1929, სერგეი პროკოფიევის მუსიკა), რომელიც დიაგილევის ხანის ბოლო დიდი ბალეტი იყო.[3]

პარიზის ოპერისა და ბალეტის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიფარი თამარა თუმანოვასთან ერთად

დიაგილევის გარდაცვალების შემდეგ, 1929 წელს 24 წლის ლიფარი ჟაკ რუშემ პარიზის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელად მიიწვია, რომელიც XIX საუკუნის შემდეგ დეკადანსს განიცდიდა. ლიფარმა კომპანიის ახლებური მართვა დაიწყო, საფრანგეთში ბალეტის აღორძინებას შეუწყო ხელი და ახალი ბალეტებიც დადგა.[1] ბალეტები: Les Créatures de Prométhée (1929), Le Spectre de la rose (1931) და L'Après-midi d'un faune (1935), Icare (1935; პაბლო პიკასოს კოსტიუმებითა და დეკორაციებით), Istar (1941) და Suite en Blanc (1943, ნეოკლასიკური ბალეტი) თავიდანვე წარმატებული აღმოჩნდა.

სერჟ ლიფარმა ტერფის ხუთ პოზიციასთან ერთად ორი დამატებითი პოზიცია შეიმუშავა.[4][5] მეექვსე და მეშვიდე პოზიციები ლიფარის გამოგონება არ ყოფილა. კლასიკურ ბალეტში ტერფის ათი პოზიცია არსებობდა და ლიფარის მიერ შემუშავებული პოზიციებიც XVIII საუკუნის დგომებს ეფუძნებოდა.[6]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერჟ ლიფარი 1986 წელს ლოზანაში, შვეიცარიაში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სანაპიროზე.[7]

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი
  • საპატიო ლეგიონის ორდენი (1983)

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mark Franko, "Serge Lifar and the Question of Collaboration with the German Authorities under the Occupation of Paris (1940-1949)," in Dance Research 35(2) (in French) (Winter 2017): 218-257.
  • Mark Franko, «Serge Lifar et la question de la collaboration avec les autorités allemandes sous l’Occupation (1940-1949),» Vingtième siècle. Revue d'histoire, n°132 (Oct-Déc 2016): 27-41.
  • Jean Laurent & Julie Sazanova, Serge Lifar, rénovateur du ballet français, Paris, Buchet-Chastel, 1960.
  • The Diaghilev-Lifar Library, catalogue, Sotheby's, Monte-Carlo, 1975.
  • Ballet material and manuscripts from the Serge Lifar Collection, catalogue, Sotheby's, London, 1984
  • Alexander Schouvaloff, The Art of Ballets Russes: The Serge Lifar Collection of Theater Designs, Costumes, and Paintings at the Wadsworth Atheneum, Yale University, 1998.
  • Roger Leong (ed.), From Russia With Love: Costumes for the Ballets Russes 1909–1933, Australian Publishers, 2000, ISBN 0-642-54116-7, ISBN 978-0-642-54116-1.
  • Laurence BENAÏM, Marie Laure de Noailles, la vicomtesse du bizarre, Paris, Grasset, 2001, ISBN 2-253-15430-X.
  • Robert Aldrich & Garry Wotherspoon, Who’s Who in Gay and Lesbian History from Antiquity to World War II, Routledge, London, 2002, ISBN 0-415-15983-0.
  • Stéphanie Corcy, La vie culturelle sous l'Occupation, Paris, Perrin, 2005.
  • Lynn Garafola, Legacies of Twentieth-century Dance, Weslyan University Press, Middletown, 2005
  • Cyril Eder, Les comtesse de la Gestapo, Paris, Grasset, 2006
  • Florence Poudru, Serge Lifar : La danse pour patrie, Hermann, 2007, ISBN 978-2-7056-6637-8.
  • Serge Lifar, musagète, DVD, 2008.
  • Frederic Spotts, The Shameful Peace: How French Artists and Intellectuals Survived the Nazi Occupation, Yale University Press, New York, 2008.
  • Jean-Pierre Pastori, Serge Lifar, la beauté du diable, ed. Fame Sa, 2009, ISBN 2-8289-1127-6.
  • Sjeng Scheijen Sergej Diaghilev, een leven voor de kunst. Amsterdam, Bert Bakker, 2009, ISBN 90-351-3624-1.
  • Alan Riding, And the Show Went On: Cultural Life in Nazi-occupied Paris, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Crisp, Clement (Winter 2002). „ICARE: Remembering Serge Lifar“. Dance Research: The Journal of the Society for Dance Research. 2. 20: 3–15. doi:10.3366/1290812.
  2. A Dictionary of Twentieth Century World Biography. United Kingdom: Book Club Associates, 1992, p. 343.
  3. Au, Susan (2002). Ballet and Modern Dance. Thames and Hudson. ISBN 0-500-20352-0. 
  4. Wingate, Allan (1951). Lifar on Classical Ballet, 1st, გვ. 212. 
  5. Ries, Frank W. D. (1986). The Dance theatre of Jean Cocteau. Ann Arbor: University Microfilms International Research Press, გვ. 132. ISBN 0-8357-1994-4. 
  6. Paolacci, Claire (2004). „Serge Lifar and the Paris Opera during World War II“. Journal of the Oxford University History Society: 8.
  7. Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons, 3rd ed.: 2 (Kindle Locations 27914-27915). McFarland & Company, Inc., Publishers. Kindle Edition.