სერგეი ლიაპუნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი ლიაპუნოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 (30) ნოემბერი, 1859[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი იაროსლავლი[5]
გარდ. თარიღი 8 ნოემბერი, 1924(1924-11-08)[5] [1] [2] [4] [6] (64 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[5]
დასაფლავებულია ბატინოლის სასაფლაო
სერგეი ლიაპუნოვი ვიკისაწყობში

სერგეი მიხაელის ძე ლიაპუნოვი (რუს. Серге́й Миха́йлович Ляпуно́в, რუსულად გამოითქმის [sʲɪrˈɡʲej mʲɪˈxajləvʲɪtɕ lʲɪpʊˈnof]; დ. 30 ნოემბერი, 1859, იაროსლავლი — გ. 8 ნოემბერი, 1924, პარიზი) — რუსი კომპოზიტორი და პიანისტი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგეი ლიაპუნოვი დაიბადა 1859 წლის 30 ნოემბერს იაროსლავლში. მამის გარდაცვალების შემდეგ, ექვსი წლის სერგეი, მისი დედა და ორი ძმა (ერთ-ერთი მათგანი იყო ალექსანდრ ლიაპუნოვი - მოგვიანებით ცნობილი მათემატიკოსი) საცხოვრებლად შედარებით დიდ ქალაქში, ნიჟნი ნოვგოროდში გადავიდნენ. იქ იგი რუსული მუსიკალური საზოგადოების ახლად ჩამოყალიბებული ადგილობრივი ფილიალის კლასებთან ერთად ესწრებოდა გრამატიკული სკოლის გაკვეთილებს. მოსკოვის მუსიკალური კონსერვატორიის დირექტორის, ნიკოლაი რუბინშტეინის რეკომენდაციით, იგი აღნიშნულ ინსტიტუტში 1878 წელს ჩაირიცხა. მისი მთავარი მასწავლებლები იყვნენ: კარლ კლინდვორსი (ფორტეპიანო; ფერენც ლისტის ყოფილი მოსწავლე) და სერგეი ტანეევი (კომპოზიცია; პეტრე ილას ძე ჩაიკოვსკის ყოფილი მოსწავლე და მისი მემკვიდრე კონსერვატორიაში).

სასწავლებელი 1983 წელს დაამთავრა; მას იზიდავდა ახალი რუსული სკოლის ეროვნული ელემენტები მუსიკაში. 1885 წელს სანქტ-პეტერბურგში, მილი ბალაკირევის მოსაძებნად გაემგზავრა; იგი ბალაკირევის latter-day წრის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი გახდა. სერგეი ლიაპუნოვის შემოქმედებით ცხოვრებაში ბალაკირების დომინანტური გავლენა იგრძნობა.[7]

1893 წელს საიმპერატორო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ლიაპუნოვს, ბალაკირევთან და ანატოლი ლიადოვთან ერთად დაავალა, რომ ვოლოგდის ოლქისა (ახლანდელი კიროვის ოლქი) და კოსტრომის ოლქიდან ხალხული ფოლკლორი შეეგროვებინათ. მათ შეაგროვეს თითქმის 300 სიმღერა, რომელიც საზოგადოებამ 1897 წელს გამოაქვეყნა. ლიაპონოვმა მათგან 30 სიმღერა ფორტეპიანოთი და ხმით მოაწყო; რამდენიმე უდავო წარმოშობის (ნამდვილი) სიმღერა გამოიყენა მისი რამდენიმე კომპოზიციაში, 1890-იან წლებში.[7]

პირველად იგი ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის თანაშემწე გახდა იმპერიულ სამლოცველოშილ შემდგომში გახდა მუსიკის თავისუფალი სკოლის დირექტორი, ხოლო 1911 წელს - სანქტ-პეტერბურგის კომსერვატორიის პროფესორი. რევოლუციის შემდეგ, 1923 წელს, ლიაპონოვი ემიგრაციით პარიზში წავიდა და რუსი ემიგრანტებისთვის მუსიკის სკოლას ელმძღვანელობდა. იგი მომდევნო წლის 8 ნოემბერს გულის შეტევით, პარიზში გარდაიცვალა.

ლიაპუნოვს, როგორც პიანისტს, წარმატებული კარიერა ჰქონდა. მან რამდენიმე ტური ჩაატარა დასავლეთ ევროპაში: მათ შორის 1910-1911 წლებში გერმანიასა და ავსტრიაში. 1904 წლიდან იგი აგრეთვე ჩნდებოდა როგორც დირიჟორი (1907 წელს გამოჩნდა ბერლინსა და ლაიფციგში).

იგი უმეტესწილად ახსოვთ კუთვნილი Douze études d'exécution transcendente-ით.

1910 წლის გაზაფხულზე ლიაპუნოვმა საკუთარი ნამუშევრები „ფლეიერ პიანინოზე“ უელტე მიგნონისთვის ჩაწერა (თხზ. 11, ნომ. 1, 5, და 12; გვ. 35).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Garden, Edward, Liner notes for Hyperion CDA 67326, Lyapunov: Piano Concertos 1 & 2; Rhapsody on Ukrainian Themes (London: Hyperion Records Limited, 2002).
  • ed. Stanley Sadie, The New Grove Dictionary of Music and Musicians, 20 vols. (London: Macmillan, 1980). ISBN 0-333-23111-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]