სერგეი კრუგლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგეი ნიკიფორეს ძე კრუგლოვი (რუს. Сергей Никифорович Круглов; დ. 2 ოქტომბერი, 1907 – გ. 6 ივნისი, 1977) — საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი 1945 წლის დეკემბრიდან 1953 წლის მარტამდე და შემდეგ ისევ 1953 წლის ივნისიდან 1956 წლის იანვრამდე. ეჭირა გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და მონაწილეობდა რამდენიმე ეთნიკური ჯგუფის, მათ შორის ჩეჩნებისა და ინგუშების, დეპორტაციაში 1940-იან წლებში.

კრუგლოვი ფლობდა ცოტაოდენ ინგლისურს და ბრიტანეთის იმპერიამ იგი საპატიო რაინდის წოდებით დააჯილდოვა იალტისა და პოტსდამის კონფერენციების უსაფრთხოების ორგანიზაციისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]