სელდა ბაღჯანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელდა ბაღჯანი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჰავა სელდა ბაღჯანი[1]
დაბ. თარიღი 1948 (75–76 წლის)
დაბ. ადგილი მუღლა თურქეთის დროშა თურქეთი
ჟანრ(ებ)ი ანატოლიური როკი
თურქული ხალხური მუსიკა
საპროტესტო სიმღერა
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბაღლამა, გიტარა
აქტიური 1970-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Majör Müzik
საიტი seldabagcan.com.tr
სელდა ბაღჯანი ვიკისაწყობში

ჰავა სელდა ბაღჯანი (თურქ. Havva Selda Bağcan; დ. 1948, მუღლა, თურქეთი) — თურქი მომღერალი და კომპოზიტორი. 1970 წლიდან, თურქეთსა და მსოფლიოში ცნობილია, როგორც ანატოლიური როკის და თურქული სახალხო მუსიკის შემსრულებელი. თავისი პოლიტიკური და სოციალური კრიტიკის სიმღერებით, ქვეყნის საპროტესტო მუსიკის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელდა დაიბადა 1948 წელს, თურქეთის ქალაქ მუღლაში, მაკედონიელი თურქების ოჯახში. მამის სამუშოს გამო, პატარაობისას საცხოვრებლად ქალაქ ვანში გადავიდნენ, სადაც 10 წლის ასაკამდე იცხოვრა. თურქული სახალხო მუსიკისა და საპროტესტო მუსიკის წამყვანმა მომღერალმა, თავისი სამომღერლო კარიერა 1971 წელს, ანკარის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლისას დაიწყო. მისი პირველად გამოსული ორი დისკის, სახელად „45'lik“ (45-იანი), 1 მილიონი ცალის გაყიდვის შემდეგ, გადაწყვიტა პროფესიად მუსიკოსობა აერჩია. გამართა ბევრი კონცერტი, როგორც თურქეთში, ისე საზღვარგარეთ, განსაკუთრებით გერმანიაში. 1972 წელს, თურქეთი „ოქროს ორფეს ფესტივალზე“ წარადგინა, რომელიც ბულგარეთში გაიმართა.[2] განსაკუთრებით მემარცხენე პარტიების მიერ ორგანიზაბულ ღონისძიებებზე მართავდა კონცერტებს. 1980 წლიდ სამხედრო გადატრიალების შედეგად, მომღერლის საქმიანობას გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა, რაც მისთვის დიდი პრობლემა გახდა. ასე, 1984 წლის 24 აპრილს ბაღჯანი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. 1987 წელს, მას საზღვარგარეთის პასპორტი არ მისცეს, რის გამოც, გარკვეული დროით გადადო თავისი საზღვარგარეთის კონცერტები. 1986 წელს, საზღვარგარეთში გასვლაზე შეზღუდვის დაწესების გამო, პიტერ გაბრიელმა, მის მიერ მხარდაჭერილი „მსოფლიო ცეკვისა და მუსიკის“ ალბომში, ბაღჯანის ერთი სიმღერაც ჩართო. პიტერ გაბრიელის მიერ მხარდაჭერილი ფონდის მეშვეობით, 1987 წელს, ბაღჯანმა ხელახლა აიღო პასპორტი, რის შემდეგ, 1987 წლის 13 ივნისს როტერდამის ხელოვნების ფესტივალზე, 1987 წლის 19 ივნისს ვუმიდის და გლასტონბერის ფესტივალზე, 1987 წლის 20 ივნისს იუბილე გარდენსის ფესტივალზე (ლონდონი), 1987 წლის 25 ივნისს ერლს ქოურთის ფესტივალზე (ლონდონი), 1987 წლის 26 ივნისს კაპიტალ რადიოს ფესტივალზე თავისი რეპერტუარებით გამოვიდა. 1988 წელსაც, დასავლეთ ევროპაში ოთხი თვიანი კონცერტი გამართა. 1989 და 1990 წლებშიც, მთელი თურქეთის მასშტაბით უფასო კონცერტების სერია გამართა.

1990 წელს, ნიდერლანდებში „Interkultureel Centrum“-მის ორგანიზებით, ქალაქ უტრეხტში, ნეიმეგენსა და ტილბურგში, ასევე იუგოსლავიის ქალაქ პრიზრენსა და პრიშტინაში კონცერტები გამართა. იმავე წელს, ოთხჯერ ისრაელში ჩასული მომღერალი აკოს ფესტივალზე, ხანელ უმდანის სახელით ცნობილ ოსმალურ ციხესიმაგრეში და ეჰალ ჰატარბუტის საკონცერტო დარბაზში, ორი კონცერტი და ორი სატელევიზიო პროგრამა გამართა. იმავე წელს, დანიის ქალაქ ორჰუსში გამართულ ფესტივალზეც გამოვიდა.

1992 წელს გამოსულ ალბომში Ziller ve İpler (ზარები და თოკები), ამავე სახელწოდების სიმღერით, რომლის სიტყვები აისელ გიურელს ეკუთვნის, დიდ წარმატებას მიაღწია. აგრეთვე, იმავე წელს გამოსული ფილმის ტყვია მისამართს არ ეკითხება (Kurşun Adres Sormaz) მუსიკაც სელდა ბაღჯანს ეკუთვნის.

ბაღჯანის სიმღერა Canımı Yakanlar Baktı Dumana (ჩემ სულს ცეცხლის წამკიდებლები, უყურეს მის კვამლს), რომელიც 1993 წელს გამოვიდა, სივასის ხოცვა-ჟლეტას მიეძღვნა.

2000 წელს, სელდა ბაღჯანი ანთაქიაში კონცერტის გამართვის მიზნით მიმავალ გზაზე ავარიაში მოყვა, შედეგად მძიმედ დაიჭრა და დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. ბაღჯანს, რომელსაც სხეულის მრავალი ნაწილის მოტეხილობა ჰქონდა, დიდი ხნის განმავლობაში ფოლადის ჩონჩხის დახმარებით დადიოდა.

ბაღჯანი, საპროტესტო მუსიკად ცნობილი ჟანრის გარდა, ცნობილ სახალხო მუსიკაბსაც განსხვავებული სტილით ასრულებდა. მომღერალი სტამბოლში ცხოვრობს, სადაც თავისი მუსიკალური კომპანიაც გააჩნია.

2010 წლის გრემის ჯილდოს ყველაზე გამორჩეული რეპ-ალბომის და რეპ-პერმორმანსის ნომინაციაში დასახელებული Mos Def-ის ბოლო ალბომში The Ecstatic-ში, ბაღჯანის სიმღერა (თიურქუ) „İnce İnce Bir Kar Yağar“ (ნელა-ნელა თოვლი მოდის) გამოიყენა. სელდა ბაღჯანი 1976 წელს გამოსულ ალბომში „Türküola“-ში (თიურქიოლა) მყოფი, აშუღ მაჰზუნი შერიფის სიმღერა „İnce İnce Bir Kar Yağar“, Electronic Arts-ის თამაშ Skate 2-ში მოს დეფის გახმოვანებით ჯღერს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

45-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Katip Arzuhalim Yaz Yare Böyle / Mapusanede Mermerden Direk (1971)
  • Tatlı Dillim Güler Yüzlüm / Mapusanelere Güneş Doğmuyor (1971)
  • Çemberimde Gül Oya / Toprak Olunca (1971)
  • Adaletin Bu Mu Dünya / Dane Dane Benleri (1971)
  • Seher Vakti / Uzun İnce Bir Yoldayım (1971)
  • Yalan Dünya / Kalenin Dibinde (1972)
  • Eyvah Gönül Sana Eyvah / Zalim Sevgililer Bu Sözüm Size (1972)
  • Bölemedim Felek İle Kozumu / Bülbül (1973)
  • Gesi Bağları / Altın Kafes (1973)
  • Nem Kaldı / Rabbim Neydim Ne Oldum (1974)
  • Aşkın Bir Ateş / O Günler (1974)
  • Anayasso / Bad-ı Sabah (1974)
  • Dostum Dostum / Yuh Yuh (1975)
  • Kaldı Kaldı Dünya / İzin İze Benzemiyor (1975)
  • Görüş Günü / Şaka Maka (1976)
  • Almanya Acı Vatan / Kıymayın Efendiler (1976)
  • Aldırma Gönül Aldırma / Suç Bizim (1976)

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Türkülerimiz 1 (1974) (ხელახლა გამოიცა: 1995)
  • Türkülerimiz 2 (1975) (ხელახლა გამოიცა: 1996)
  • Türkülerimiz 3 (1976) (ხელახლა გამოიცა: 1998)
  • Türkülerimiz 4 (1977) (ხელახლა გამოიცა: 1999)
  • Türkülerimiz 5 (1978) (ხელახლა გამოიცა: 2001)
  • Türkülerimiz 6 (1979) (ხელახლა გამოიცა: 2006)
  • Türkülerimiz 7 (1980)
  • Türkülerimiz 8 (1982)
  • Türkülerimiz 9 (1983)
  • Türkülerimiz 10 (1985)
  • Dost Merhaba (1986)
  • Yürüyorum Dikenlerin Üstünde (1987)
  • Özgürlük ve Demokrasiyi Çizmek (1988)
  • Felek Beni Adım Adım Kovaladı (1989)
  • Anadolu Konserleri: Müzikteki 20 Yılım (1 ve 2) (1990)
  • Ziller ve İpler - Akdeniz Şarkıları 1 (1992)
  • Uğur'lar Olsun (1993)
  • Koçero (Ahmet Kaya ile birlikte) (1994)
  • Çifte Çiftetelli - Akdeniz Şarkıları 2 (1997)
  • Ben Geldim (2002)
  • Denizlerin Dalgasıyım (2004)
  • Güvercinleri de Vururlar (2009)
  • Halkım (2011)

კლიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Ah Yalan Dünya“
  • „Dön Gel Birtanem“
  • „Ziller ve İpler“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MÜYORBİR Asil Üye Listesi // muyorbir.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-19. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
  2. Selda Bağcan Biyografisi // biyografi.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-26. ციტირების თარიღი: 2015-11-26.