სეიტო მაცუმოტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეიტო მაცუმოტო
იაპონ. 松本清張
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1909(1909-12-21)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Kitakyushu
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 1992(1992-08-04)[4] [1] [2] [3] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტოკიო
საქმიანობა მწერალი და რომანისტი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა  იაპონია
Magnum opus Points and Lines, Inspector Imanishi Investigates, Zero Focus, Pro Bono, Amagigoe, Suspicion, Black Leather Notebook და Black Fog over Japan
ჯილდოები აკუტაგავას პრემია[5], Mystery Writers of Japan Award, Bungeishunju Readers' Choice Award, Yoshikawa Eiji Prize for Literature, კიკუტი კანის პრემია და ასაჰის პრემია

სეიტო მაცუმოტო (松本 清張; დ. 21 დეკემბერი, 1909 — გ. 4 აგვისტო, 1992) — იაპონელი მწერალი, დიდი წვლილი მიუძღვის იაპონიაში დეტექტივის ჟანრის პოპულარიზაციაში.

40-წლიანი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე მაცუმოტომ 450-ზე მეტი ნაშრომი გამოაქვეყნა. მისი შემოქმედება ისტორიულ რომანებსა და არამხატვრულ ტექსტებსაც მოიცავდა, თუმცა საერთაშორისო ცნობადობა სწორედ დეტექტიური ჟანრის წიგნებმა მოუტანა.

1960-იან წლებში მაცუმოტო იაპონიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავტორი გახდა, მისი წიგნები კი ბესტსელერის სტატუსს ატარებდნენ. 1952 წელს ავტორს აკუტაგავას პრემია მიენიჭა, 1957 წელს კი იაპონიის მისტიკოს მწერალთა ჯილდო მიიღო. 1963-1971 წლებში მაცუმოტო იაპონიის მისტიკოს მწერალთა ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კიუსიუზე, კიტაკიუშუს პრეფექტურის ქალაქ კოკურაში. მისი ნამდვილი სახელი კიოჰარუა, „სეიტო“ კი მისი სახელის სიმბოლოების ჩინურ-იაპონური შეთანხმებაა. იგი ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ კომუნალურ კომპანიაში მუშაობდა. მოგვიანებით იგი გაზეთ The Asahi Shimbun-ის სარეკლამო განყოფილებაში დასაქმდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი სამედიცინო კორპუსში მსახურობდა. ომის დიდი ნაწილი კორეაში გაატარა, მისი დასრულების შემდეგ კი გაზეთში განაახლა მუშაობა და 1950 წელს ტოკიოს ოფისშიც გადაინაცვლა.

მიუხედავადავ იმისა, რომ არც საშუალო სკოლაში უვლია და არც უნივერსიტეტში, მაცუმოტო საკმაოდ განათლებული იყო. თინეიჯერობის პერიოდში იგი აკრძალულ რევოლუციურ ბროშურებს კითხულობდა, რითაც მემარცხენე მოძრაობისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა. გაბრაზებულმა მამას მას მთელი წიგნების კოლექციაც კი დაუწვა.

მაცუმოტოს ლიტერატურული დებიუტი 1959 წელს საგაზეთო კონკურსში მოთხრობის გამოქვეყნებით შედგა, რომლითაც მან მესამე ადგილი მოიპოვა. ექვსი წლის შემდეგ მან გაზეთში მუშაობდა შეწყვიტა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]