სევენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევენები
თეთრი მთა
თეთრი მთა
კოორდინატები: 44°25′34″ ჩ. გ. 03°44′21″ ა. გ. / 44.42611° ჩ. გ. 3.73917° ა. გ. / 44.42611; 3.73917
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
უმაღლესი წერტილი ლოზერი
სიმაღლე 1702 
სიგრძე 150 კმ
სევენები — საფრანგეთი
სევენები

სევენები (ფრანგ. Cévennes, ოქსიტ. Cevenas, Cevena) — ქედი საფრანგეთში. საფრანგეთის ცენტრალური მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიმაღლე 1702 მეტრამდე (მთა ლოზერი). უმთავრესად აგებულია გრანიტებით, გნაისებით, ფილიტებითა და ფიქლებით, ალაგ-ალაგ — ვულკანური ქანებით. მწვერვალებრივი ზედაპირი პლატოსებრია. სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ხმელთაშუა ზღვის ბუჩქოვანი მცენარეულობით, ზევით წაბლისა და წიფლის ტყეებია, უფრო მაღლა — წიწვოვნები, მწვერვალებზე — მდელოები, ხეობებში — ვენახები და ბაღები. გარის ხეობაში არის ქვანახშირის საბადო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]