შინაარსზე გადასვლა

საფრენი აპარატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საფრენი აპარატები)

საფრენი აპარატები — სხვადასხვა ტიპის ატმოსფეროსა და გარე კოსმოსში საფრენად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების კლასი.

საფრენი აპარატები ატმოსფეროში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ატმოსფეროში — საჰაერო ხომალდები — საფრენი აპარატები კლასიფიცირდება ჰაერზე მძიმე და ჰაერზე მჩატე საჰაერო ხომალდებად.

Ingenuity მარსის ზედაპირზე

Ingenuity ნასას უპილოტო ვერტმფრენი, რომელმაც 2021 წლის 19 აპრილს მარსზე პირველი ფრენა შეასრულა საკუთარი ძრავით, შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის სხვა ციური სხეულის ატმოსფეროში გადაადგილებისათვის. პირველი უმართავი ფრენა სხვა ციური სხეულის ატმოსფეროში განხორციელდა 1985 წელს საბჭოთა პლანეტათაშორისი სადგურის „ვეგა-1“-ს მიერ.[1][2] 2021 წლის 18 თებერვალს მარსზე ჩატანილ იქნა ექსპედიცია „მარსი 2020“-ის მიერ როვერ Perseverance-თან ერთად, ხოლო 2021 წლის 3 აპრილს მოხდა მისი პლანეტის ზედაპირზე გადატანა შემდგომი ექსპლუატაციისათვის.[3]

საფრენი აპარატები კოსმოსში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე კოსმოსში საფრენად გამოიყენება, როგორც პილოტირებადი ისე უპილოტო კოსმოსური ხომალდები. მათი გადაადგილება ხორციელდება რეაქტიული გამწევი ძალით, ასევე მზის იალქნებით და პლაზმური რეაქტული ძრავებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]