საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობა
gouvernement provisoire de la République française


 

1944 — 1946
დროშა
დევიზი
"Liberté, Égalité, Fraternité"
ჰიმნი
La Marseillaise

  •   საფრანგეთი
  •   საფრანგეთის პროტექტორატები
  •   საფრანგეთის საოკუპაციო ზონები გერმანიასა და ავსტრიაში
დედაქალაქი ალჟირი (დე ფაქტო, 3 ივნისი - 31 აგვისტო, 1944)
პარიზი (დე იურე; დე ფაქტო 31 აგვისტოდან, 1944)
ენა ფრანგული
ფულის ერთეული ფრანკი
მმართველობის ფორმა დროებითი მთავრობა
დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი
 - 3 ივნისი 1944 – 26 იანვრი 1946 შარლ დე გოლი

საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობა (ფრანგ. gouvernement provisoire de la République française) — საფრანგეთის გარდამავალი მთავრობა 1944–1946 წ.წ. ჩამოყალიბდა ვიშის რეჟიმის დამხობის შემდეგ და საფუძველი მოამზადა მეოთხე რესპუბლიკისთვის.

პრეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაშისტური გერმანიის მიერ 1940 წელს საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მათ ჩამოაყალიბეს მარიონეტული ვიშის მთავრობა, მარშალ პეტენის ხელმძღვანელობით. მოკავშირეების მიერ 1944 წელს ოპერაცია ოვერლორდის ჩატარების შედეგად, გათავისუფლებულ საფრანგეთს სათავეში ჩაუდგა დროებითი მთავრობა,ფრანგული წინააღმდეგობის აღიარებული ლიდერის, გენერალ დე გოლის ხელმძღვანელობით.

გადაწყვეტილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროებითმა მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომით კანონმდებლობაში, ვიშის რეჟიმი გამოაცხადა არაკონსტიტუციურად და უკანონოდ სცნო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (ყველა კონსტიტუციური აქტი და ანტისემიტური კანონი)

დროებით მთავრობაში დომინირებდნენ მემარცხენე პარტიები.

თავმჯდომარეების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]