საუდის არაბეთის მეფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდალა

საუდის არაბეთის მეფესაუდის არაბეთის მეთაური და აბსოლუტური მონარქი. ის ასევე არის საუდების დინასტიის ხელმძღვანელიც. მეფის ტიტულია ორი წმინდა მეჩეთის მცველი (არაბ. خادم الحرمين الشريفين). ტიტული რომელიც ხაზს უსვამს საუდის არაბეთის იურისდიქციას მასჯიდ ალ-ჰარამზე მექაში და მასჯიდ ალ-ნაბავზე მედინაში. ტიტული შეიცვალა 1986 წელს, მანამდე იყო მისი უდიდებულესობა (صاحب الجلالة).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულ-აზიზმა არაბეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა დაიწყო 1902 წელს. უპირველეს ყოვლისა აღადგინა კონტროლი ერ-რიადზე. შემდეგ დაიპყრო ნეჯდი (1922 წ.) და ჰიჯაზი (1925 წ.). ხოლო 1932 წელს დღევანდელი საუდის არაბეთის მთელი ტერიტორიას აკონტროლებდა და გახდა საუდის არაბეთის პირველი მეფე.

საუდის არაბეთის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდალა (საუდის არაბეთი)ფაჰდი (საუდის არაბეთი)ხალიდი (საუდის არაბეთი)ფეისალი (საუდის არაბეთი)საუდი (საუდის არაბეთი)იბნ საუდი

სამეფო სტანდარტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო სტანდარტი წარმოადგენს მწვანე დროშას, რომელზე თეთრად გამოყვანილია არაბული წარწერა და ხმალი. ხოლო მარჯვენა ქვემო კუთხეში ოქროსფრად დატანილია საუდის არაბეთის ემბლემა.

სამეფო სტანდარტი

წარწერა შესრულებულია სულუსზე და წარმოადგენს ისლამის კრედოს (შაჰადა):

  • لا إله إلا الله محمد رسول الله محمد رسول الله
  • ლაა ილაჰე ილლა ლლაჰ უა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლ-ლაჰ
  • "რ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი მისი შუამავალია"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]