სასკია სასენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასკია სასენი

სასკია სასენი (Saskia Sassen; დ. 5 იანვარი, 1947, ჰააგა, ნიდერლანდები) — ამერიკელი სოციოლოგი და ეკონომისტი, ცნობილი კვლევებით გლობალიზაციაზე, საერთაშორისო მიგრაციაზე და ურბანისტიკაზე. ამჟამად სოციოლოგიის პროფესორია კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მისი მოფიქრებულია ტერმინი „გლობალური ქალაქი“.

სასენი გაიზარდა ბუენოს-აირესში, სადაც ის მშობლებთან ერთად 1950 წელს გადავიდა[1]. ბავშვობის ნაწილი ასევე იტალიაში გაატარა, რის გამოც მას უთქვამს, რომ ის „ხუთ ენაზე გაიზარდა“.

1966 წლიდან სასენი თითო წელს პუატიეს უნივერსიტეტში, რომის უნივერსიტეტში და ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ატარებს ფილოსოფიისა და პოლიტიკური მეცნიერების შესასწავლად. 1969 წელს სასენი სოციოლოგიასა და ეკონომიკას სწავლობს ნოტრ-დამის უნივერსიტეტში, ინდიანა, სადაც მაგისტრისა (1971) და დოქტორის (1974) ხარისხებს იღებს. პარალელურად 1974 წელს მან ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მიიღო პუატიეს უნივერსიტეტიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Parry, Marc (5 დეკემბერი, 2014). „Saskia Sassen's Missing Chapter“. The Chronicle of Higher Education. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)