სანქტ-გალენის კანტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანტონი
სანქტ-გალენის კანტონი
Kanton St. Gallen
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი სანქტ-გალენი
შიდა დაყოფა Rheintal Constituency, Rorschach Constituency, Sarganserland Constituency, See-Gaster Constituency, St. Gallen Constituency, Toggenburg Constituency, Werdenberg Constituency და Wil Constituency
კოორდინატები 47°20′00″ ჩ. გ. 9°10′00″ ა. გ. / 47.33333° ჩ. გ. 9.16667° ა. გ. / 47.33333; 9.16667
დაარსდა 1803
ფართობი 2 025,54 კმ²
ოფიციალური ენა Swiss High German
სალაპარაკო ენები გერმანული
მოსახლეობა 483 101 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 240 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საავტომობილო კოდი SG
ოფიციალური საიტი sg.ch

სანქტ-გალენიკანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მოიცავს 2 026 კმ² ტერიტორიას, მოსახლეობა კი 2011 წლის მონაცემებით 483 101 ადამიანს შეადგენს, რომელთა უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია. დედაქალაქია სანქტ-გალენი.

სანქტ-გალენის კანტონი 1803 წელს ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ ხელოვნურადაა შექმნილი სხვადასხვა ისტორიულ ტერიტორიებზე.

კანტონს ჩრდილოეთით კონსტანცის ტბა ესაზღვრება, სამხრეთით კი მდინარე რაინის ხეობაა გაწოლილი. სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 398-3 251 მეტრს შორის. კანტონის ტერიტორიაზე არსებული მთები მოიცავს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისგლარნის შეცოცების გარკვეულ ნაწილს.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებს შორის მნიშვნელოვანია მერძევეობა. ვაკეებზე მოჰყავთ ხილი და აწარმოებენ ღვინოს. ინდუსტრიებს შორისაა ოპტიკური საქონლის, პიროტექნიკის, ქიმიკატებისა და ფარმაცევტული საქონლის წარმოება.

ადმინისტრაციულად კანტონი 86 მუნიციპალიტეტად იყოფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]