სან-ანდრეს-ი-პროვიდენსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
სან-ანდრეს-ი-პროვიდენსია
San Andrés y Providencia
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი San Andrés
კოორდინატები 14°23′00″ ჩ. გ. 80°17′00″ დ. გ. / 14.38333° ჩ. გ. 80.28333° დ. გ. / 14.38333; -80.28333
დაარსდა 1991
ფართობი 52,5 კმ²
მოსახლეობა 75 167[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 1400 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი sanandres.gov.co

სან-ანდრესის, პროვიდენსიისა და სანტა-კატალინას არქილეპაგი (ესპ. Archipiélago de San Andrés, Providencia y Santa Catalina) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მოიცავს კუნძულთა ორ ჯგუფს, რომელიც კოლუმბიის სანაპიროდან 775 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით და ნიკარაგუის სანაპიროდან 220 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. არქიპელაგის უდიდესი კუნძულია სან-ანდრესი, მის დედაქალაქსაც ასევე სან-ანდრესი ეწოდება.

1630 წელს კუნძლ პროვიდენსზე ინგლისელი პურიტანები დასახლდნენ. მათ სწორედ ამ ტროპულ კუნძულზე არჩიეს დასახლება, ვიდრე აშშ-ში, კლდოვან და ცივ ახალ ინგლისში. კოლონია 1641 წელს ესპანეთმა დაიპყრო.

XIX საუკუნეში, არქიპელაგის რამდენიმე კუნძულს მოითხოვდა აშშ. 2001 წლიდან, კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებს ნიკარაგუა, თუმცა 2007 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ისინი კოლუმბიის საკუთრებად აღიარა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.