სამი ნასერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამი ნასერი
Samy Nacеri

ნასერი 2011 წელს.
მშობლიური სახელი سعيد ناصري‎
დაბადების სახელი საიდ ნასრი
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1961 (1961-07-02) (62 წლის)
პარიზი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1980-დან დღემდე

სამი ნასერი (ფრანგ. Samy Nacеri; არაბ. سعيد ناصري; დ. 2 ივლისი 1961, პარიზი, საფრანგეთი) — ბერბერული წარმოშობის ფრანგი მსახიობი. ცნობილია თავისი როლით ფილმ „ტაქსით“ და მისი გაგრძელებით. სამი ბიბი ნასერის უმცროსი ძმაა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი ნასერი დაიბადა 1961 წლის 2 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. დედა ჟაკლინი ნორმანდიელი ფრანგია, ხოლო მამა ჯილალი ალჟირელია, რომელიც საფრანგეთში ჩამოვიდა ალჟირის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. სამი გაიზარდა მოკრძალებული საცხოვრებელში სენ-მარტინის ქუჩაზე ექვს ძმასთან და დებთან ერთად. ერთ-ერთი ძმა ლარბი (ბიბი) ნასერი ასევე მსახიობია. მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად პარიზის გარეუბანში, ფინტენე-სუ-ბუაში გადავიდა.

ნასერიმ სკოლა 16 წლის ასაკში დატოვა და დაიწყო მუშაობა. მარგინალური ცხოვრების მიმდევარმა 18 წლის ასაკში დაიწყო ნარკოტიკის მოხმარება. 1984 წელს, მას მიესაჯა ხუთი წლიანი პატიმრობა ქურდობისთვის, ხოლო ციხეში გაატარა 4 წელი.

სამის ჰყავს ვაჟიშვილი დაბადებული 1995 წელს, სახელად ჯულიანი. 2005 წელს დაქორწინდა მსახიობ მარი გიარდზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ცდილობდა ეპოვა თავისი ადგილი სცენაზე. ზუსტად ამ დროს იგი გადაწყვიტა შეეცვალა თავისი სახელი საიდი (Saïd) სამით (Samy).[1]

პირველი შანსი კინოში მას მისცა რეჟისორმა ტომას ჟილუმ ფილმით Raï, სადაც იგი ნორდინის როლი შეასრულა. ნასერიმ ამ როლით ლოკარნოს კინოფესტივალზე ორი ჯილდო მიიღო, ასევე პარიზის კინოფესტივალზეც.

სამის კარიერა უფრო წინ წავიდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად იგი შეხვდა რეჟისორ და პროდიუსერ ლიუკ ბესონს. ერთმანეთს ისინი შეხვდენენ ფილმ ლეონის გადაღებებზე, სადაც ახალგაზრდა მსახიობი თამაშობდა პოლიციელის როლს. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი კვლავ ერთმანეთს შეხვდნენ ჯგუფ IAM-ის კლიპის გადაღების დროს.

ბესონი თავის ფილმში ტაქსი სამის აძლევს ახალგაზრდა ტაქსისტის დანიელის როლს, რომელიც გატაცებულია მანქანებით და სიჩქარით.[1] მიუხედავად უარყოფითი მიმოხილვისა, ფილმი „ტაქსი (1998), კომერციულად წარმატებული გახდა. რაც პროდიუსერს აძლევს ბიძგს გადაიღონ მისი გაგრძელება „ტაქსი 2“ (2000), „ტაქსი 3“ (2003), „ტაქსი 4“ (2007), სადაც მომხიბლავი ტაქსისტი თავის ნების საწინააღმდეგოდ მსახურობს ხელისუფლებას.

2006 წელს მსახიობმა მიიღო საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო ფილმ „პატრიოტებისთვის“ კანის კინოფესტივალზე, ფილმის სხვა მსახიობებთან ერთად.

2009 წლის შემდეგ, რაც მას გაუჩნდა პრობლემები პოლიციასთან უფრო იშვიათად გამოდიოდა ტელევიზიით. 2015 წელს ითამაშა თეატრალურ წარმოდგენაზე „L’indien cherche le Bronx“.

პრობლემები კანონთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი ნასერი 2000 წელს.

2000 წლიდან რეგულარულად ჩნდება სასამართლო დარღვევების ჩანაწერებში, რომლებიც რამდენიმეჯერ იგი ციხემდე მიიყვანა. დასჯილი იყო ცემისთვის, შეურაცხყოფისთვის, არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის.

2003 წელს პოლიციამ ნასერი დააკავა, როდესაც მან სცემა სხვა ავტომობილის მძღოლი. ამ ბრალდებით მას მიესაჯა 8 თვიანი პირობითი პატიმრობა, 6000 და სამი წლით ჩამოართვეს მართვის უფლება. მომდევნო ინციდენტი მოხდა რესტორანში, სადაც ნასერიმ „Von Dutch“ სტილისტი სცემა, რისთვისაც მას 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ციხეში მოიხადა.

მომდევნო ხმაურიანი ინციდენტი 2007 წელს მოხდა, როდესაც მან ღამის კლუბის დაცვის წევრის მოკვლა სცადა, რისთვისაც მას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, რომლის 6 თვეც პირობითად შეეფარდა.[2] გარდა ამისა, მსახიობს დაენიშნა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა სავალდებულო მკურნალობით. ამავე სასამართლო პროცესზე სასამართლომ მეორე შემთხვევაც განიხილა - პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფა, რომლებიც მას იცავდნენ მას შემდეგ, რაც მან წამლების საშიში დოზა მიიღო 17-18 იანვრის ღამეს. სასამართლომ მსახიობს სასჯელის სახით 5000 € ჯარიმა დააკისრა და ერთვიანი პატიმრობა.

2008 წლის 14 ოქტომბერს ნასერი უნებლიედ დაეჯახა პოლიციის თანამშრომელს. ამასთან იგი საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე იყო. ქალი-პოლიციელი სერიოზულად არ დაშავებულა. 5 ნოემბერს პარიზის სასამართლომ სამი ნასერი ექვსი თვით დააპატიმრა მკაცრი რეჟიმის გამოყენებით და 7500 € ჯარიმა დააკისრა, ასევე სავალდებულო ალკოჰოლიზმის მკურნალობა დაუნიშნა.[3]

2009 წელს ნასერი თავიდან მოხვდა ციხეში, ამჯერად ცივი იარაღით დაჭრისთვის.[4][5]

2011 წლის 31 მაისს მსახიობი ციხეში 16 თვით მოხვდა, როდესაც დაარღვია პირობითი სასჯელი.[6]

6 ივლისს ნასერი მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თვითმკვლელობის მცდელობის გამო. მსახიობმა სცადა საკუთარი ყელის მოჭრა, ხოლო ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, სუიციდის მცდელობა არ ყოფილა და ნასერი საავადმყოფოში თირკმლის გადანერგვის შემდეგ მოათავსეს.[7]

2013 წლის 23 ივნისს ფრანგი მსახიობი ნარკომოვაჭრეებთან ჩხუბის გამო დააკავეს.[8]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995 — პარიზის კინოფესტივალის ჯილდი „საუკეთესო მსახიობის“ კატეორიაში.
  • 1995 — ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი „საუკეთესო მსახიობის“ კატეორიაში.
  • 1999 — ნომინაცია სეზარის ჯილდოზე.
  • 2006 — 2006 წლის კანის კინოფესტივალის პრემია „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის“ კატეორიაში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980 — ინსპექტორი / Inspecteur la bavure 
  • 1989 — ფრანგული რევოლუცია / La Révolution française 
  • 1994 — ნესტორ ბურმა / Une aventure de Nestor Burma (épisode «Le cinquième procédé») — ფარიდის მოხელე
  • 1994 — ლეონი / Léon — პოლიციელი (SWAT 1)
  • 1994 — ძმები: წითელი რულეტკა / Frères: La roulette rouge
  • 1995 — სამოთხე / Raï — ნორდინი
  • 1996 — / Malik le maudit
  • 1996 — / Coup de vice (Zeff)
  • 1996 — რატომ?/ Pourquoi partir? — ტიერი
  • 1997 — სიყვარული პარიზში / Love in Paris (ნარკოტიკებით მოვაჭრე #1)
  • 1997 — / Autre chose à foutre qu’aimer (Manu)
  • 1997 — მაგარი ჩავარდნა / Bouge! (Zn)
  • 1997 — ქალების ფეხის ქვეშ / Sous les pieds des femmes — მოჰამედი
  • 1998 — ტაქსი / Taxi — დანიელ მორალესი
  • 1998 — შავი სიმღერები / Cantique de la racaille — ჯოელი
  • 1998 — მუნირი და ანიტა / Mounir et Anita
  • 1999 — / Un pur moment de rock’n roll (Kamel)
  • 1999 — ერთი ყველასთვის / Une pour toutes (Sam Morvan)
  • 2000 — ტაქსი 2 / Taxi 2 — დანიელ მორალესი
  • 2000 — იქ ... ჩემი ქვეყანაა / Là-bas… mon pays — ისამი
  • 2001 — ბიჭი / Le Petit poucet — ჯარისკაცი
  • 2001 — თავისუფალი ვარდნა / L’Aîné des Ferchaux — მაიკ მ.
  • 2001 — ფილოსოფოსი / Philosophale
  • 2002 — ბუდე / Nid de guêpes (Nasser)
  • 2002 — ლიგა / Féroce — ალენი
  • 2002 — მონანიება / La Repentie (Karim)
  • 2002 — ბრიგადა ფრანგულად / La Mentale (Yanis)
  • 2003 — ტაქსი 3 / Taxi 3 — დანიელ მორალესი
  • 2003 — / Coup double (მოკლემეტრაჟიანი)
  • 2005 — / Bab el web (Kamel)
  • 2006 — პატრიოტები / Indigènes — იასირი
  • 2007 — ტაქსი 4 / Taxi 4 — დანიელ მორალესი
  • 2008 — გოგოები და ანგელოზები / Des poupées et des anges — მამა
  • 2009 — / Cas ID — პიერო
  • 2012 — დაბრუნების გარეშე /Voyage sans retour — ინსპექტორი ჟოსი
  • 2013 — ტიპ ტოპი / Tip top — ჰერალდი
  • 2018 — ტაქსი 5 / Taxi 5 — დანიელ მორალესი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]