სალსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სალსკი
Сальск

ქალაქის ცენტრალური ქუჩა, ყოფილი სასტუმრო
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 46°29′00″ ჩ. გ. 41°32′00″ ა. გ. / 46.48333° ჩ. გ. 41.53333° ა. გ. / 46.48333; 41.53333
დაარსდა 1812
პირველი ხსენება 1812
ადრეული სახელები 1918-მდე - ტორგოვაია, 1920-მდე - მარკოვი, 1926-მდე - ტორგოვი
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ფართობი 43.883 კმ²
ცენტრის სიმაღლე 29
მოსახლეობა 58 680 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86372
საფოსტო ინდექსი 347630, 347631, 347632,347633, 347634, 347636, 347639, 347640, 347649
ოფიციალური საიტი http://adm-salsk.ru/
სალსკი — რუსეთი
სალსკი
სალსკი — როსტოვის ოლქი
სალსკი

სალსკი (რუს. Сальск) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. სალსკის რაიონისა და სალსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს მდინარე სრედნი-ეგორლიკის ნაპირზე. დაარსდა 1812 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1926 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 58 680 კაცს.

ყოველწლიურად 1987 წლიდან, სექტემბრის მესამე შაბათს აღნიშნავენ ქალაქის დღეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი სალსკი მდებარეობს როსტოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დონ-ეგორლიკის დაბლობის ფარგლებში, მდინარე სრედნი-ეგორლიკის ხეობაში. ზღვის დონიდან საშუალო მდებარეობაა 29 მეტრი[1]. ადგილის რელიეფი ვაკიანია. მდინარე სრედნი-ეგორლიკი ქალაქს ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. ქალაქის უდიდესი ნაწილი მდებარეობს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე[2].

საავტომობილო გზის მიხედვით დაშორება დონის როსტოვამდე არის 180 კმ, უახლოესი ქალაქია პლორეტარსკი - 29 კმ.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ქალაქი მდებარეობს ნოტიო კონტინენტალური კლიმატის ზონაში, ზომიეად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნე - XX საუკუნის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი პირველი დასახლება, რომელიც არსებობდა თანამედროვე ქალაქის ადგილზე იყო ხუტორი იუდიჩევი, რომელიც დაარსდა მდინარე სრედნი-ეგორლიკის ნაპირზე 1812 წელს[3]. 1849 წელს ეწოდა ვორონცოვსკოე, კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის სურვილის შესაბამისად, რომელმაც 1849 წელს ღამე გაათენა ხუტორში[4]. XX საუკუნის დასაწყისში ხუტორმა მიიღო ახალი სახელწოდება ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე (იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პატივისცემის ნიშნად). სოფელი შედიოდა სტავოპოლის გუბერნიის მედვეჟიეს მაზრის შემადგენლობაში.

სადგური ტორგოვაია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასასრულს რუსეთის ეკონმიკურმა აღმავლობამ გამოიწვია სარკინიგზო მშენებლობის სწრაფი ზრდა ჩრდილოეთ კავკასიაში და ეს რეგიონი გახდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ძირითადად ხორბლის, მიმწოდებელი.

აღნიშნულმა ამბებმა შეცვალა სოფლის ბედი, რომელიც გახდა სადგური „ტიხორეცკაია-ცარიცინის“ რკინიგზის ხაზზე. 1899 წელს სოფელ ვორონცოვსკოედან ერთ კილომეტრში ჩამოყალიბდა სადგური ტორგოვაია. 1916 წელს ააგეს რკინიგზის ხაზი ბატაისკი-ტორგოვაია, სადგური ტორგოვაია გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. 1906 წელს სადგურ ტორგოვაიაში გაიხსნა გერმანული წარმოშობის მეწარმის ფოგელის, მექანიკური სახელოსნო. 1910 წელს გაიხსნა შოლცის ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა.

1913 წელს სადგურ ტორგოვაიაში ჩამოყალიბდა რუსულ-ყივჩაყური პროგიმნაზია, რომელიც განთავსდა თანამედროვე თავისუფლებისა და საბჭოს ქუჩის გადაკვეთზე. 1915 წელს ეს პროგიმნაზია გადაკეთდა შერეული ტიპის გიმნაზიად (ერთად სწავლობდნენ ბიჭებიც და გოგონებიც), 1916 წელს გოგონები გადავიდნენ ახალ შენობაში, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე მოსკოვის ქუჩაზე.

1917-1941 წწ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის ნოემბერში, პეტროგრადში რევოლუციის შემდეგ სადგურ ტორგოვაიაში რკინიგზის მუშებმა ცამოაყალიბეს ამ რაიონში პირველი მუშათა საბჭოები, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვასილი ჟიგალოვი, ძმები ვიქტორ და ათანასე კრასნოვები1917 წის ნოემბრის ბოლოს შედგა დელეგატების პირველი კრება, მათ შორის სოფელ ვორონცოვო-ნიკოლაევსკოეში, რომელშიც მოხდა მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოების ჩამოყალიბება.

სამოქლაქო ომის პერიოდში სადგური ტორგოვაია იყო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი. თეთრგვარდიელებსა და წითელარმიელებს შორის ამ რაიონში გაიმართა სასტიკი ბრძოლები. 1918 წლის ივნისის ბოლოს დენიკინის არმიამ დიპყრო სადგური ტორგოვაია. ახალი ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა პირველი რევოლუციური კომიტეტის ორგანიზატორებს, ისინი დახვრიტეს.

1918 წელს გენერალ სერგეი მარკოვის პატივისცემის ნიშნად, რომელიც დაიღუპა სტანიცა შაბლიევსკაიასთან, დენიკინმა სოფელ ვორონცოვო-ნიკოლაევსკოეს უწოდა ქალაქი მარკოვი (1920 წელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე).

საბჭოთა ხელისუფლების საბოლოოდ დამყარების შემდეგ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ადმინისტრაციულ დაყოფაში. 1920 წლის ივნისში სოფელი ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე გახდა სტავროპოლის გუბერნიის ცენტრი. 1924 წლამდე სოფელი ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე და სადგური ტორგოვაია შედიოდა სტავროპოლის გუბერნიის ვორონცოვო-ნიკოლაევსკოეს მაზრის შემადგენლობაში.1924 წელს სალსკის ოლქის ცენტრი გადაიტანეს სადგურ ტორგოვაიაში.

1926 წლის 1 მარტს სოფელი ტორგოვოი გახდა ქალაქი სალსკი. 1930 წელს კი ვორონცოვო-ნიკოლაევსკოეს რაიონს ეწოდა სალსკის რაიონი, რომლის ცენტრიც გახდა ქალაქი სალსკი.

1928 წელს ქალაქში აშენდა ცენტრალური საავადმყოფო გათვლილი 125 საწოლზე. 1935 წელს ააშენეს სავაგონო დეპო.

სალსკი დიდ სამამულო ომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე სალსკის სამხედრო კომისარიატმა დაიწყო მოსახლეობის გაწვევა ფრონტზე. ომის წლებში ფრონტზე გაიწვიეს 16 750 ადამიანი, რომელთაგან 7 584 ვერ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.

1942 წლის 31 ივლისიდან 1943 წლის 22 იანვრამდე სალსკი ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა მიერ. ოკუპაციის პერიოდში აგურის ქარხნის ტერიტორიაზე გერმანელებმა ცამოაყალიბეს საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც მოათავსეს როგორც სამხედრო ტყვეები ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. ოკუპაციის განმავლობაში გერმანელებმა ბანაკში დახვრიტეს 3 000 საბჭოთა მოქალაქე[5].

1943 წლის 22 იანვარს ქალაქი სალსკი გაათავისუფლეს ფაშისტური ძალებისაგან. ოკუპაციის პერიოდში ქალაქში დაინგრა ბევრი შენობა. საერთო ზარალმა შეადგინა 317 204 000 რუბლი (1943 წლის კურსით)[6].

ომის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის ასრულების შემდეგ მოკლე დროში მოხდა ქალაქის აღდგენა და დაიწყო ეკონომიკური და სოციალური განვითარება.

1946 წელს სადგურ სალსკშიშეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სალსკის განყოფილება[7].

1957 წლის 31 მაისს სოფელი ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე გაუქმდა და შევიდა ქალაქ სალსკის ფარგლებში[8], შედეგად გაიზარდა ქალაქის სზღვრები და დაიწყო ყოფილი სოფლის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა.

1962 წელს ქალაქის ფარგლებში შევიდა სოფელი კაპუსტინო[9]. ქალაქის მოსახლეობამ მიაღწია 50 000 კაცს.

1963 წელს სალსკი გახდა საოლქო დაქვემდებარების ქალაქი[10].

1970-იან წლებში სალსკი ვითარდებოდა, როგორც სამრეწველო ქალაქი. შენდებოდა ახალი ფაბრიკა-ქარხნები[11].

1994 წლის 27 მარტს ქალაქ სალსკისა და სალსკის რაიონის ტერიტორიაზე გაიმართა საქალაქო დუმის არჩევნები. 15 დეპუტატი აირჩიეს საქალაქო საბჭოში[12].

2005 წელს ქალაქმა სალსკმა მიიღო საქალაქო დასახლების სტატუსი სალსკის რაიონში.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რ. ნეგრებეცკოს სახელობის სალსკის კულტურის სასახლე (ყოფილი რკინიგზელთა კლტურის სახლი)

ქალაქ სალსკში მდებარეობს:

  • რ. ნეგრებეცკოს სახელობის სალსკის კულტურის სასახლე, რომელშიც მოქმედებს შემოქმედებითი კოლექტივები: ანსამბლი „Славяне“. შოუ-ბალეტი „Ренессанс“, სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „Дивертисмент“, რომელიც საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულია, ქორეოგრაფიული ანსამბლი „Вдохновение“, პედაგოგთა ინსტრუმენტალური ანსამბლი „Серебряные переливы“ და სხვა. იგეგმება ახალი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კინოდარბაზის გახსნა, რათა მომავალში აჩვენონ 3D ფილმები.
  • ვასილი ნეჩიტაილოს სახელობის სალსკის მუზეუმი.
სალსკის ბავშვთა ხელოვნების სკოლა № 1
  • სალსკის ბავშვთა ხელოვნების სკოლები № 1 და № 2.
  • სალსკის ბავშვთა სამხატვრო სკოლა.
  • ბიბლიოთეკების ქსელი, სულ წიგნადი ფონდი 700 000 წიგნი.
  • კულტურისა და ასვენების პარკი „Улыбка“.
  • ქალაქის პლაჟი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს 18 საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა-ბაღი, 10 საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ხუთი საშუალო პროფესიული ტექნიკუმი და სალსკის მართვის, ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი.

გარდა ამისა მოქმეებს დამატებითი საგნამანათლებლო დაწესებულებები სალსკის პიონერთა და მოსწავლეთა სახლი, ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, ნორჩ ნატურალისტთა სადგური, სალსკის რაიონის სპორტული სკოლა.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალსკის სამხატვრო მუზეუმი
  • ვასილი ნეჩიტაილოს სახელობის სალსკის მუზეუმი (იგივე სამხატვრო მუზეუმი) დაარსდა 1977 წელს, ადრე იყო სურათებეის გალერეა, რომელიშ ემდეგ სამხატვრო მუზეუმად გადააკეთეს. 1977 წელს რუსეთის მხატვართა კავშირმა გადასცა სურათების კოლექცია. მთელი სამუზეუმოკოლექცია მოიცავს სამი ათას ექსპონატს[13].
  • მემორიალური კომპლექსი თაყვანისცემა, მდებარეობს ქალაქის თავისუფლების მოედანზე. ძეგლის ავტორია არქიტექტორი ბ. იგნატენკო და მოქანდაკე ვ. გლუხოვი.
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა ძეგლი მდებარეობს იდების ხეივანში.
  • ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორთა ძეგლი აღმართეს ავარიის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად, 2016 წლის 6 აპრილს.
  • მეხანძრის ძეგლი დგას კიროვის ქუჩაზე, სალსკის სახანძრო დეპოს მახლობლა ძეგლის ავტორია სალსკელი მხატვარი ვ. ვ. პაკულოვი.
  • სერგეი მარკოვის ძეგლი - რუსული საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტის, რუსეთ-იაპონიის ომის და პირველი მსოფლიო ომის გმირის და თეთრების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის — სერგეი მარკოვის ძეგლი. აღიმართა 2003 წლის 13 დეკემბერს, სალსკში (როსტოვის ოლქი). იგი თეთრების მოძრაობის ლიდერისადმი მიძღვნილი პირველი მონუმენტია. მონუმენტის არქიტექტორია ალექსეი ბიგანი, ხოლო სკულპტორები — ვლადიმირ და დანიელ სუროვცევები არიან. ძეგლი დამზადებულია ბრინჯაოსა და გრანიტისგან. მონუმენტის გახსნის ცერემონია, 2003 წლის 13 დეკემბერს, სერგეი მარკოვის გარდაცვალებიდან ზუსტად 85 წლის გასვლის შემდეგ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოადგილე, დონის დიდი არმიის ატამანი ვ. ვოლოდაცკი და სხვა ოფიციალური პირები.
  • 116-ე დონის დივიზიის ძეგლი
  • სალსკის იპოდრომი, მისი ფართობია 39,9 ჰექტარი, მმის ტეიტორიაზ ეგანლაგებულია თვალები, სპორტული მანეჟი, სარბენი ბილიკი და 1609 მეტრი სიგრძის სარბენი ბილიკი დოღისთვის[14].
  • ლენინის ძეგლი, დგას ლენინის მოედანზე. თანამედროვე ძეგლი დადგეს 1980 წელს.
  • ივან კოლომოიცევის ძეგლი (1896—1919) — იგი იყო რუსეთის პირველი ელჩი ირანში, რომელიც წარმოშობით იყო სოფელ ვორონცოვო-ნიკოლაევსკიდან. ძეგლი გაიხსნა 1988 წლის 18 სექტემბერს. ძეგლის ავტორია მოქანდაკე მ. დელოვი. მდებარეობს ლენინის ქუჩაზე.
  • სალსკის დიმიტრი როსტოველის ეკლესია აგებულია 2010 წელს. 2006 წელს ეპარქიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ სალსკში ყირიმის ქუჩაზე დაეწყოთ ახალი ეკლესიის მშენებლობა[15]. ეკლესიის მშენებლობის დაწყება შესაძლებელი გახდა ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობით, რომლებმაც მოაგროვეს 40 მლნ რუსული რუბლი[16]. ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს ამავე წლის 7 ივლისს, მშენებლობის ადგილზე ლოცვა არავლინა და მშენებლობა დალოცა მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა, მანვე ეკლესიის საძირკველში ჩადო პირველი ქვა. აქედან რამდენიმე თვეში ჩაასხეს ფუნდამენტი. პირველი ღვთისმსახურება გაიმართა 2008 წლის 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. 2009 წლის ივნისში ეკლესიაზე დააყენეს გუმბათი[15]. უკანასკნელი ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2010 წელს. აღდგომისათვის დააყენეს და აკურთხეს ცხრა გუმბათი, ხოლო ზაფხულში დასრულდა შიდა სამუშაოები, მოაწყვეს სატრაპეზო, საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა[15]. 2010 წლის 7 ნოემბერს დასრულებული ეკლესია აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა[15]. დიმიტრი როსტოველის ეკლესია გახდა პირველი ტაძარი სალსკში, რომელიც ააშენეს XIX საუკუნის შუა წლების შემდეგ[15].
  • ვასილი ნეჩიტაილოს ძეგლი (1915—1980) — ფერწერის აკადემიკოსი, რსფსრ-ის სახალხო მხატვარი. ძეგლის ავტორია ვიაჩესლავ კლიკოვი, არქიტექტორი ვიაჩესლავ სნეგირიოვი. ძეგლი მდებარეობს ლენინისა და ვოროშილოვის ქუჩების გადაკვეთზე.
  • დიდ სამამულო ომში დაღუპულ მეომართა ძეგლი მდებარეობს ქალაქის ძველ სასაფლაოზე, იქვე მდებარეობს საბჭოთა ჯარისკაცის საძმო სასაფლაო. ძეგლის სიმაღლეა 3,5 მეტრი.
  • გერმანელთა ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი დგას აგურის ქარხნის კარიერში. ძეგლი აღმართეს 1947 წელს.
  • ძმებ ვიქტორ და ათანასე კრასნოვების ძეგლი, ძეგლის ავტორია მოქანდაკე ვ. გლუხოვი.
  • ვლადიმერ ულიანოვის ძეგლი.
  • ანატოლი ლუნაჩარსკის ძეგლი.
  • კარლ მარქსის ძეგლი.
  • სერგო ორჯონიკიძის ძეგლი.
  • თვითმფრინავის ორი ძეგლი.
  • ტრაქტორის ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Climat: Salsk - Diagramme climatique, Courbe de température, Table climatique - Climate-Data.org
  2. Топографическая карта Ростовской области. Генштаб Советской Армии
  3. Сборник статистических сведений о Ставропольской губернии, 1869 г
  4. Твалчерлидзе А. Ставропольская губерния в статистическом, географическом, историческом и сельско-хозяйственном отношениях. Ставрополь: Типографии М. Н. Корицкаго, 1897. С. 498—500.
  5. Н. П. Гончаров, Л. Н. Решетникова «Преображенная степь», г. Сальск, 1968 г., стр. 43
  6. Н. П. Гончаров, Л. Н. Решетникова «Преображенная степь»/ г. Сальск, 1968 г., стр.43
  7. Приказ МПС СССР от 23.11.1946 года № 652/Ц
  8. Решение Ростовского облисполкома от 31.05.1957 года № 255
  9. Решение Ростовского облисполкома № 1029 −1962 года/Информационно-методический бюллетень № 21, Ростов-на-Дону, 1975 г., лист 69.
  10. Указ Президиума Верховного Совета РСФСР от 01.02.1963 года/газета «Молот», 1963 год, 9 февраля
  11. В. П. Воронин, Л. Н. Решетникова «Сальские горизонты»/ Ростовское книжное издательство, 1975 г., стр.60-61
  12. газета «Сальская степь» от 19 сентября 1995 года № 150(16.023), стр.3
  13. „Достопримечательности Сальска“. Большой Ростов (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-08.
  14. Сальский ипподром - самая необходимая и подробная информация о достопримечательности: фото места, описание, контакты – адрес, телефон, официальный сайт. www.rutraveller.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-08.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 Храм святителя Димитрия Ростовского, г. Сальск | наш приходской сайт. dimitriyhram.cerkov.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  16. Сальск|Церковь Димитрия Ростовского. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.