სათარ ბაჰლულზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სათარ ბაჰლულ ოღლი ბაჰლულზადე
დაიბადა 15 (2) დეკემბერი 1909
დაბადების ადგილი ბაქო, ამირანი, აზერბაიჯანი
გარდაიცვალა 1974 წლის 14 ოქტომბერი (64 წელი)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რუსეთი
ჟანრი პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი და ისტორიული ფერწერა

სათარ ბაჰლულ ოღლი ბაჰლულზადე ( აზერ. Səttar Bəhlul oğlu Bəhlulzadə / Сәттар Бәһлул оғлу Бәһлулзадә; დ. 15 დეკემბერი [ძვ. სტ. 2 დეკემბერი], 1909, სოფ. ამირჯანი, ამჟამად ბაქოს შემადგენლობაში — გ. 14 ოქტომბერი, 1974, მოსკოვი, დაკრძალულია თავის მშობლიურ სოფელ ამირჯანში.) — XX საუკუნის აზერბაიჯანელი საბჭოთა ფერმწერი, ცნობილია აზერბაიჯანის ბუნების ლირიკული პეიზაჟებით. აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960), აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (1963), აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1972). ორჯერ დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1959–1969).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა აზერბაიჯანის სამხატვრო ტექნიკუმში (1927–1940). ვლადიმერ ფავორსკისა და გრიგორი შაგალის ხელმძღვანელობით სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტში (1927–1931). მის ნამუშევრებში ყველაზე გამორჩეულებად ითვლებიან „გოდიალჩაის ველი“(1953), საღამო კასპიის ზღვაზე“ (1959), „დედამიწის ოცნება“ (1963), „ჩემი სამშობლოს გაზაფხული“ (1967), „აზერბაიჯანის მიწა“ (1970), „ბუზოვნები. ნაპირი“ (1972) — ყველა ეს ნამუშევარი ინახება აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში (ბაქო).

სათარ ბაჰლულზადე ითვლება აზერბაიჯანის თანამედროვე მხატვრული პეიზაჟის და ასევე აზერბაიჯანის იმპრესიონიზმის ერთ-ერთ დამფუძნებლად. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის 1960–1970 წლებში მხატვრობის განვითარებაში.

სათარ ბაჰლულზადეს ნაწარმოებები გამოფენილნი იყვნენ როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე. იგი აწყობდა პერსონალურ გამოფენებს არა მხოლოდ ბაქოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებშიც. მისი ნახატების მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, სადაც მხატვრის ნამუშევრებისათვის განკუთვნილია მთელი დარბაზი. სათარ ბაჰლულზადეს ნამუშევრები ინახება ასევე მოსკოვის, თბილისის, პეკინის და სხვა ქვეყნების მუზეუმებში.

სათარ ბაჰლულზადეს სახელი უწოდეს ბაქოს ერთ-ერთ ქუჩას. ამირჯანის დასახლებაში, სადაც დაიბადა მხატვარი გახსნილია სახლ-მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია მხატვრის პირადი ნივთები და მისი ნახატების კოპიოები. ამირჯანში მხატვრის სასაფლაოზე აღმართულია მისი ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]