საადანიოს მთავარანგელოზის ეკლესია
იერსახე
საადანიოს მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ საადანაიოში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საადანიოს მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზული ტიპის ტაძარია, გეგმით მართკუთხაა, აღმოსავლეთიდან დასრულებული ნახევარწრიული ფორმის აფსიდით. საკურთხეველში გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო შეისრულთაღოვანი ნიშია განლაგებული. სარკმელთან დგას ტრაპეზის ქვა. ეკლესიაში დატანებულია სამი შესასვლელი. ნაგებობის გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. კედლები ბევრ ადგილას დაბზარულია. ძეგლი ნაშენია რიყის ქვით კირის დუღაბზე. აგრეთვე გამოყენებულია შირიმის ქვაც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10302