რუფუს უეინრაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუფუს უეინრაიტი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 ივლისი, 1973 (1973-07-22) (50 წლის)
დაბ. ადგილი Rhinebeck[1]
ჟანრ(ებ)ი ბაროკო-პოპი, ოპერული პოპი
საქმიანობა ვოკალისტი,მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი პიანინო, გიტარა, ვოკალი
აქტიური 1993-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Geffen Records
Dreamworks Records
საიტი www.rufuswainwright.com
რუფუს უეინრაიტი ვიკისაწყობში

რუფუს მაკგერიგლ უეინრაიტი (Rufus McGarrigle Wainwright (დ. 22 ივლისი, 1973) — კანადელ-ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი. 1998 წლიდან ჩაწერილი აქვს ხუთი ალბომი საკუთარი მუსიკით, რამდენიმე EP და მრავალი კომპოზიცია კომპილაციებისა და კინოფილმების საუნდტრეკებისთვის.

დაიბადა რაინბეკში, ნიუ-იორკი, ხალხურ მომღერალთა ლუდონ უეინრაიტისა და კეიტ მაკგერიგლის ოჯახში. პიანინოზე დაკვრას ექვსი წლის ასაკიდან სწავლობს. 14 წლის ასაკში კინოფილმში "Tommy Tricker and the Stamp Traveller" შესრულებული საკუთარი სიმღერისთვის "I'm A-Runnin" მას 1989 წლის Genie Award-ის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. 1990 წელს მოხვდა Juno Award-ის წლის ყველაზე პერსპექტიული მამაკაცი ვოკალისტის ნომინაციაში.

ბავშვობის დიდი ნაწილი დედასთან ერთად მონრეალში გაატარა. გარკვეული პერიოდი კონკორდიასა და მაკგილის უნივერსიტეტებში სწავლობდა კლასიკურ და თანამედროვე ფორტეპიანოს სპეციალობით. უეინრაიტი დღემდე კანადის მოქალაქეა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  1. Carnegie Hall linked open data — 2017.