რუმელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმელიის რუკა 1801 წლის მდგომარეობით.

რუმელია (თურქ. Rumeli, ბერძ. Ρωμυλία, Ρούμελη) — XV საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში მყოფი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ნაწილი. თუმცა თავად სიტყვა „რუმელი“ ნიშნავს „რომაელთა მიწას“ და მიანიშნებს აღმოსავლეთ რომის იმპერიაზე; შესაბამისად XI და XII საუკუნეების განმავლობაში ამ სახელით მოიხსენიებოდა ანატოლიაც, ვინაიდან ეს მიწაც აღმოსავლეთ რომისგან იქნა წართმეული.

რუმელიას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ბულგარეთი, დასავლეთით ალბანეთი და სამხრეთით მორეა, ანუ უძველესი პროვინციები, კონსტანტინეპოლისა და თესალონიკის ჩათვლით, თრაკეასა და მაკედონიაში. სახელწოდება უფრო ზუსტად აღნიშნავდა ცენტრალური ალბანეთისა და დასავლეთ მაკედონიისგან შემდგარ პროვინციას, რომლის მთავარი ქალაქი მონასტირი იყო. 1864-1866 წლებში რუმელიის საფაშო დაიყო რამდენიმე საფაშოდ და სახელწოდება რუმელია ოფიციალურად აღარ გამოიყენებოდა. 1878 წელს დადებული ბერლინის ზავის მიხედვით აღმოსავლეთი რუმელია დარჩა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსით, თუმცა 1885 წლის 18 სექტემბერს უსისხლო რევოლუციის შედეგად ის ბულგარეთს შეუერთდა.

ამჟამად სიტყვა „რუმელია“ გამოიყენება თურქეთის ევროპული ნაწილის აღსანიშნავად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]