რკინის ფარდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები რკინის ფარდის იქით მოცემულია წითლად. იუგოსლავია, თუმცა კომუნისტური, აღმოსავლეთის ბლოკისგან დამოუკიდებელი იყო. ასევე, კომუნისტური ალბანეთი განუდგა საბჭოთა კავშირს და ჩინეთს მიემხრო ადრეულ 1960-იანებში.

ტერმინი რკინის ფარდა პირველად გამოიყენა იოზეფ გებელსმა, საყოველთაოდ პოპულარული გახადა უინსტონ ჩერჩილმა, და ის მიუთითებს საზღვარზე, რომელიც სიმბოლურად, იდეოლოგიურად და ფიზიკურად ჰყოფდა ევროპას ორ ნაწილად მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან ცივი ომის დამთავრებამდე, 1945-1990 წლებში.

1946 წლის 5 მარტს უინსტონ ჩერჩილი გამოვიდა სიტყვით ამერიკის ქალაქ ფულტონში, სადაც პირველად ახსენა „რკინის ფარდა“, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩამოუშვა შუა ევროპაში, მის მიღმა ყველანაირ ბოროტებას სჩადის და გეგმავს, რომ „თავისუფალ სამყაროს“ (ე.ი. დასავლეთის ქვეყნებს) თავს მოახვიოს თავისი ცხოვრების წესი. „ფულტონის სიტყვა“ მიჩნეულია „ცივი ომის“ თავისებურ გამოცხადებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: