რიჩარდ სერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"ფულკრუმ", 1987, ლონდონი.

რიჩარდ სერა (Richard Serra; დ. 2 ნოემბერი, 1939 — გ. 26 მარტი, 2024) — ამერიკელი მინიმალისტი მოქანდაკე და ვიდეო ხელოვანი, ცნობილი დიდი მასშტაბის ლითონის ფურცლების კომპოზიციებით. მოძრაობა "პროცეს-არტი"-ს მიმდევარი.

დაიბადა სან-ფრანცისკოში. ჯერ ბერკლიში სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას, შემდეგ კი სანტა-ბარბარაში. 1961-64 წლებში იელის უნივერსიტეტში სწავლობს ხელოვნების ფაკულტეტზე. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკსა და ნოვა-სკოტიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]