რიჩარდ ბახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ ბახი
ინგლ. Richard David Bach
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1936(1936-06-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] (87 წლის)
დაბადების ადგილი ოუკ-პარკი[7]
საქმიანობა air force officer, რომანისტი, military aviator, aviation writer[8] , ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი, aircraft mechanic[9] , მფრინავი[9] და მწერალი[9]
მოქალაქეობა  აშშ[10]
ალმა-მატერი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერისტეტი ლონგ-ბიჩში
Magnum opus თოლია ჯონათან ლივინგსტონი და ილუზიები
მეუღლე ლესლი პერიში
შვილ(ებ)ი ჯეიმზ მარკუს ბახი
საიტი richardbach.com

რიჩარდ ბახი (ინგლ. Richard Bach) (დ. 23 ივნისი, 1936 ) — პილოტი და საავიაციო მწერალი.

დაიბადა 1936 წლის 23 ივნისს აშშ-ში. დედა — რუთ ჰელენ შოუ, მამა — როლანდ რობერტ ბახი. რიჩარდი ცნობილი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის შორეული შთამომავალია. 1955 წელს დაამთავრა ლონგ-ბიჩის სახელმწიფო კოლეჯი. მას ეკუთვნის მრავალი მოთხრობა, მათ შორის: „ერთი“, „ილუზია“, „აქედან ჩემი აზრი“, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ და სხვა. მისი ნაწარმოებები ძირითადად ფილოსოფიურია და ეხება ფრენას. მას დიდი წარმატება მოუტანა ნაწარმოებმა „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ (1970), 2 წელიწადში გაიყიდა მილიონი ეგზემპლარი. მასზე ასევე გადაიღეს ფილმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]