რიჩარდ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ II-ის პორტრეტი უესტმინსტერის სააბატოში

რიჩარდ II (ინგლ. Richard II; დ. 6 იანვარი, 1367, ბორდო — გ. 14 თებერვალი, 1400, პონტეკრაფტი, იორკშირი) — ინგლისის მეფე 1377–1399 წლებში. პლანტაგენეტების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, ედუარდ III-ის შვილიშვილი. მისი მცირეწლოვნობის დროს ქვეყანას მართავდა საბჭო, რომელსაც მისი ბიძა ლანკასტერის ჰერცოგი ჯონ გონტი ედგა სათავეში. უშუალოდ მონაწილეობდა უოტ ტაილერის აჯანყების (1381 წ.) ჩახშობაში. 1397 წლიდან ერთპიროვნულად მართავდა, რამაც მსხვილი ფეოდალური აჯანყება გამოიწვია. 1399 წლის 30 სექტემბერს ტახტიდან ჩამოაგდეს. უილიამ შექსპირმა უძღვნა მას ისტორიული დრამა „რიჩარდ II“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]