რიუკიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რიუკიუს კუნძულები)
რიუკიუ
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 26°30′N 127°54′E / 26.5° ჩ. გ. 127.9° ა. გ. / 26.5; 127.9კოორდინატები: 26°30′N 127°54′E / 26.5° ჩ. გ. 127.9° ა. გ. / 26.5; 127.9
კუნძულთა რაოდენობა 98
მთავარი კუნძული ოკინავა
ფართობი 4700 კმ²
უმაღლესი წერტილი 1936 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 550 161 (2005)

რიუკიუ, ნანსეი — ვულკანურ და მარჯნულ კუნძულთა არქიპელაგი იაპონიაში, კიუსიუსა და ტაივანის კუნძულებს შორის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას გამოჰყოფს წყნარი ოკეანის ღია ნაწილისაგან. გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, შედგება კუნძულთა 6 ჯგუფისაგან, შედის 98 კუნძული. ფართობი 4700 კმ². უმთავრესად აგებულია მეზო-კაინოზოური და კარსტული კირქვებით (ღერძულ ზოლში ადგილ-ადგილ შიშვლდება პალეოზოური ნაოჭა საფუძველი), ჩრდილო-დასავლეთით გავრცელებულია ვულკანური ქანები. არის რამდენიმე მოქმედი და ჩამქრალი ვულკანი. რელიეფი უმთავრესად პლატოიანი, დაბალმთიანი და დაბალტერასებიანია. მაქსიმალური სიმაღლე 1936 მ (კუნძული იაკუ). ჰავა ჩრდილოეთით სუბტროპიკული, სამხრეთით ტროპიკული მუსონურია. ნალექები 2000-3000 მმ წელიწადში. ხშირია ტაიფუნი. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის 14-18 °C, ივლისის — 27-28 °C. კუნძულზე არის ბრინჯის, ბატატისა და შაქრის ჭარხლის ნათესები. განვითარებულია თევზჭერა. დიდი ქალაქია ნაჰა, რომელიც კუნძულ ოკინავაზე მდებარეობს. რიუკიუდან გააქვთ ანანასი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]