რერუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რერუსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 62°34′27″ ჩ. გ. 11°22′59″ ა. გ. / 62.57417° ჩ. გ. 11.38306° ა. გ. / 62.57417; 11.38306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 55
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 55
ინგლ.რუს.ფრ.

რერუსი (ნორ. Røros) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნორვეგიაში, გაულდალენის რეგიონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 5 576 ადამიანს შეადგენს.

ქალაქს ხშირად Bergstaden-ს ეძახიან, რაც „მაღაროების ქალაქს“ ნიშნავს. ეს იმის გამო, რომ ისტორიულად, რიოროსი სპილენძის მოპოვებითა და მისი მაღაროებითაა ცნობილი. დღესაც კი, ამ ქალაქის მოსახლეობა XVII - XVIII საუკუნისათვის დამახასიათებელ შენობებში ცხოვრობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 1980 წელს, იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

რიორუსში დაახლოებით 80-მდე ხის სახლია, რომლებიც შიდა ეზოების გარშემოა განლაგებული. ქალაქის ბევრი ისტორიული ნაშთი მას შუა საუკუნეების იერსახეს აძლევს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]