რემე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რემე
მშობ. სახელი: Rømø

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ვატოვის ზღვა
კოორდინატები 55°08′ ჩ. გ. 8°31′ ა. გ. / 55.133° ჩ. გ. 8.517° ა. გ. / 55.133; 8.517
ფართობი 129 კმ²
დანიის დროშა დანია
დემოგრაფია
მოსახლეობა 650 (2011)
სიმჭიდროვე 5.3 /კმ²

რემე (დან. Rømø; გერმ. Röm) — დანიის კუნძული ვატოვის ზღვაში. მიეკუთვნება ტენდერის მუნიციპალიტეტს. 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 650 ადამიანს შეადგენს და მოიცავს 129 კმ² ტერიტორიას. რემე და მისი პლაჟები ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.

ამჟამად, რემე ვატოვის ზღვაში მდებარე დანიის უკიდურესი სამხრეთის კუნძულია (მანამდე მიიჩნეოდა კუნძული იორსანდი, რომელიც 1999 წელს ჩაიძირა). კონტინენტურ დანიას უკავშირდება ზღვაში გაკეთებული დამბის გზით. მისგან 3 კმ-ში მდებარეობს გერმანიის კუნძული ზილტი, რომელსაც ბორნით უკავშირდება.

1864—1920 წლებში რემე გერმანიას მიეკუთვნებოდა და პრუსიის პროვინცია შლეზვიგ-ჰოლშტაინში შედიოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რემე&oldid=2820166“-დან