რეიფ სპოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეიფ სპოლი
მშობლიური სახელი Rafe Spall
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1983 (1983-03-10) (41 წლის)[1]
ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2001-დღემდე
მეუღლე(ები) ელიზ დიუ ტუა (იქ. 2010)[2]
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ტიმოთი სპოლი
დედა: შეინ სპოლი

რეიფ ჯოსეფ სპოლი (ინგლ. Rafe Joseph Spall; დ. 10 მარტი, 1983) — ინგლისელი კინოსა და თეატრის მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია ფილმებით „ზომბი სახელად შონი“ (2004), „ვითომ მაგარი პოლიციელები“ (2007) და „სამყაროს დასასრული“ (2013).

2010-2011 წლებში განასახიერებდა პიტ გრიფითის როლს ტელესერიალში „პიტი ცხოვრების წინააღმდეგ“. იგი აგრეთვე გამოჩნდა ფილმებში: „კარგი წელი“ (2006), „ერთი დღე“ (2011), „ანონიმი“ (2011), „პრომეთე“ (2012), „პის ცხოვრება“ (2012), „დიდი აფიორა“ (2015), „დიდი და კეთილი გოლიათი“ (2016), „რიტუალი“ (2017) და „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ (2018).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yahoo! Movies profile. uk.movies.yahoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი, 2014.
  2. Gilbert, Gerard. (20 აგვისტო, 2011) Rafe Spall Profile. Independent.