რანერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
რანერსი
დან. Randers
გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი ცენტრალური დანია
კოორდინატები 56°26′00″ ჩ. გ. 10°02′00″ ა. გ. / 56.43333° ჩ. გ. 10.03333° ა. გ. / 56.43333; 10.03333
მმართველი Torben Hansen
დაარსდა XI საუკუნე
ფართობი 800,14 კმ²
ცენტრის სიმაღლე 56±1 მეტრი
მოსახლეობა 61 121 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 8
საფოსტო ინდექსი 8900, 8920, 8930, 8940 და 8960
ოფიციალური საიტი randers.dk
რანერსი — დანია
რანერსი

რანერსი (დან. Randers) — ქალაქი ცენტრალურ დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულზე, რანერსის მუნიციპალიტეტში. მისი მოსახლეობა 61 121 ადამიანია (2012 წ) და ამ მაჩვენებლით წარმოადგენს ქვეყნის სიდიდით მე-6 ქალაქს.

მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობა 94 750 კაცს შეადგენს (2010) და მიეკუთვნება 1,2 მილიონიან აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიურ არეალს.

ქალაქი გაშენებულია მდინარე გუდენის ნაპირებზე, მისი რანერს-ფიორდთან შესართავიდან 10 კმ-ში, კოპენჰაგენიდან 179 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. მის ასეთ მდებარეობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვაო ვაჭრობისთვის.

ვრცელი სასოფლო-სამეურნეო არეალები და კარგი სატრანსპორტო მდებარეობა როგორც ხმელეთით, ისე ზღვით, რანერსს დაეხმარა, რომ ვაჭრობისა და კომერციის დინამიური ცენტრი გამხდარიყო.

რანერსი XII საუკუნეში დაარსდა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]