რაგნარ ნურკსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაგნარ ნურკსე (დ. 5 ოქტომბერი, 1907, კიარუ, ესტონეთი — გ. 6 მაისი, 1959, ჟენევის ტბა, შვეიცარია) — ესტონელი[1] საერთაშორისო ეკონომისტი და პოლიტიკის შემქმნელი, ძირითადად ფინანსების და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაგნარ ნურკსე დაიბადა რუსეთის იმპერიის, ლივონის გუბერნიის სოფელ კიარუში. მამა ჰყავდა ესტონელი, ხოლო დედა ესტონელი შვედი. მისი მშობლები 1928 წელს კანადაში წავიდნენ ემიგრაციაში.

ის 1926-1928 წლებში ტარტუს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო შემდეგ ეკონომიკას ედინბურგის უნივერსიტეტში. მან პროფესორ ფრედერიკ ოგილვის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტი პირველი კლასის დიპლომზე 1932 წელს დაამთავრა. 1932–1934 წლებში ვენის უნივერსიტეტში სასწავლებლად ენდრიუ კარნეგის სტიპენდია მოიპოვა.

ის 1934-1945 წლებში ერთა ლიგის ფინანსურ სექტორში და ეკონომიკური დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. 1945 წელს მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტისგან მიწვევა 1945–1946 წლებში იყო მოწვეულლი პროფესორი, ხოლო 1947 წლიდან თითქმის სიცოცხლის ბოლომდე სრული პროფესორი.

ის 1959 წელს 52 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაგნარ ნურკსე 1946 წელს დაქორწინდა და ორი ვაჟიშვილი ჰყავდა. მათგან ერთი არის პოეტი დენის ნურსკე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nurkse, Ragnar. Trade and Development. Rainer Kattel, Jan A. Kregel and Erik S. Reinert, eds. London – New York: Anthem, 2009. (ISBN 1843317877) Collection of all key works by Nurkse.
  • Nurkse, Ragnar (1944). International Currency Experience: Lessons of the Interwar Period. Geneva: League of Nations.
  • Kattel, Rainer, Jan A. Kregel and Erik S. Reinert, eds. Ragnar Nurkse (1907–2007): Classical Development Economics and its Relevance for Today. London – New York: Anthem, 2009. (ISBN 1843317869)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kattel, Rainer (2009). Ragnar Nurkse (1907–2007). Anthem Press, გვ. 37. ISBN 978-1-84331-786-9.  Nurkse's Estonian passport was last extended by the Estonian Consulate General in New York on April 22nd, 1946