ჟუან V (პორტუგალია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუან V
João V «o Magnânimo»
პორტუგალიის 24-ე მეფე
მმართ. დასაწყისი: 9 დეკემბერი 1706
მმართ. დასასრული: 31 ივლისი, 1750
წინამორბედი: პედრუ II
მემკვიდრე: ჟუზე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ოქტომბერი, 1689
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 31 ივლისი, 1750
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: მარია ანა ავსტრიელი
შვილები: ბარბარა, ესპანეთის დედოფალი
პედრუ, ბრაზილიის პრინცი
ჟუზე I, პორტუგალიის მეფე
პედრუ III, პორტუგალიის მეფე
დინასტია: ბრაგანსის დინასტია
მამა: პედრუ II
დედა: მარია სოფია ნოიბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟუან V (პორტ. João V o Magnânimo; დ. 22 ოქტომბერი, 1689, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 31 ივლისი, 1750, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის 24-ე მეფე ბრაგანსის დინასტიიდან 1706–1750 წლებში. ჟუან IV-ის შვილიშვილი და პედრუ II-ის ვაჟი.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისთან კავშირის დამყარებით ებრძოდა საფრანგეთს ესპანური მემკვიდრეობისათვის. 1717 წელს რომის პაპის კლემენტ XI-ის მოთხოვნით გააგზავნა ესკადრილიაა თურქების წინააღმდეგ, აღნიშნულ საზღვაო ბრძოლაში მონაწილეობა მიიღეს სხვა ქრისტიანულმა ქვეყნებმაც. ბრძოლა მოხდასაბერძნეთის კონცხ მატაპანისთან.

მფარველობდა ხელოვნებასა და მეცნიერებას. მისი ინიციატივით 1720 წელს დაარსდა პორტუგალიის ისტორიის აკადემია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იქორწინა საღვთო რომის იმპერატორის ლეოპოლდ I-ის შვილზე მარია ანა ავსტრიელზე, რომელთანაც შეეძინა 6 შვილი.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მეფე დაუძლურებამდე მიიყვანა ავადმყოფობამ და მელანქოლიამ. გარდაიცვალა 1750 წლის 31 ივლისს. სამეფო ტახტი ჩაიბარა მისმა უფროსმა შვილმა ჟუზე I-მა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Eduardo Brasão, «Relações Exteriores de Portugal: Reinado de D. João V», vols, I-III, Porto, 1938.