ჟოზეფ ფეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟოზეფ ფეში

მისი უსამღვდელოესობა კარდინალი ჟოზეფ ფეში (ფრანგ. Joseph Fesch; 3 იანვარი 1764, აიაჩო, კორსიკა — 13 მაისი 1839, რომი, პაპის ოლქი) — ფრანგი კარდინალი. ლიონის არქიეპისკოპოსი 1802 წლის 31 ივლისიდან. სანტა-მარია-დელა-ვიტორიას ეკლესიის მღვდელი-კარდინალი 1803 წლის 17 იანვრიდან 1822 წლის 2 დეკემბრამდე, იმავე დღიდან კომენდატორი. სან-ლორენცო-ინ-ლუჩინას ეკლესიის მღვდელი-კარდინალი 1822 წლის 2 დეკემბრიდან. კარდინალი-პროტოპრესვიტერი 1837 წლის 12 სექტემბრიდან.

ნაპოლეონის დედის ძმა, რომელიც მისი დახმარებით გახდა კარდინალი და მიიღო ლიონის არქიეპისკოპოსის კათედრა. ნაპოლეონის ომების დროს შეისყიდა 3000-მდე სურათი, რომლებმაც შექმნეს ფეშის მუზეუმის ბირთვი აიაჩოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]