ჟიული რეკამიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟიული რეკამიე

ფრანსუა ჟერარის „მადამ რეკამიეს პორტრეტი“, 1802 წელი
დაბადების სახელი ჟანა ფრანსუაზა ჟიული ადელაიდა ბერნარი
დაბადების თარიღი 4 დეკემბერი 1777
ლიონი
გარდაცვალების თარიღი 11 მაისი 1849
პარიზი

ჟიული რეკამიე (ფრანგ. Juliette Récamier; დ. 4 დეკემბერი 1777 — გ. 11 მაისი 1849) — ფრანგი ლამაზმანი, პარიზელი ბანკირის ცოლი, რომლის სალონი გახდა პარიზის პოლიტიკური და ლიტერატურული ცენტრი, რომელშიც თანდათან გაერთიანდნენ ნაპოლეონ I-დმი ოპოზიციურად განწყობილი პირები. გაათხოვეს 15 წლის ასაკში ბანკირზე და 1792 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. ნაპოლეონ I-ის ბრძანებით იგი 1805 წელს პარიზიდან გაასახლეს და დასახლდა შვეიცარიასა და იტალიაში თავის მეგობართან, ქალბატონ ანა დე სტალთან. პარიზში დაბრუნდა 1815 წელს, სადაც ფინანსური სირთულეების მიუხედავად, კვლავ ჩამოაყალიბა სალონი. 1819 წელს გადასახლდა აბე-ო-ბუის მონასტერში, სადაც მის სალონში იკრიბებოდნენ პოლიტიკური მოღვაწეები, ლიტერატორები, მეცნიერები, მათ შორის ფრანსუა-რენე შატობრიანი, ჟან-ჟაკ ამპერი და სხვები. რეკამიე ევროპის მასშტაბით „ვარსკვლავი“ იყო, რომლის შესახებ საუბრობდნენ რუსეთში, ინგლისში, იტალიასა და გერმანიაში. 1800 წელს ჟაკ-ლუი დავიდმა შექმნა რეკამიეს პორტრეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]