ჟან რენო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან რენო
დაბადების სახელი ხუან მორენო ი ერერა-ხიმენესი
Juan Moreno y Herrera-Jiménez
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1948 (1948-07-30) (75 წლის)
კასაბლანკა, მაროკოს დროშა მაროკო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1974 - დღემდე

ჟან რენო (ფრანგ. Jean Reno [ˈʒɑ̃ ʁeˈno]), ნამდვილი სახელი - ხუან მორენო ი ერერა-ხიმენესი (ესპ. Juan Moreno y Herrera-Jiménez; დ. 30 ივლისი 1948, კასაბლანკა, მაროკო) — ესპანური წარმოშობის ფრანგი მსახიობი.

განსაკუთრებული სახელი მოუტანა როლებმა ლუკ ბესონის ფილმებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური წარმოშობის ფრანგი მსახიობი ჟან რენო დაიბადა კასაბლანკაზე 30 ივლისს, 1948 წელს. 1960 წელს მორენოს ოჯახი ევროპაში დაბრუნდა (საიდანაც ადრე მაროკოში გენერალ ფრანკოს რეჟიმს გაექცნენ) და საფრანგეთში დასახლდნენ. რენოს მოუწია ფრანგულ ჯარში მსახურობა, იმისათვის რომ მოქალაქეობა მიეღო.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1982 გამვლელი სან-სუსიდან La Passante du Sans-Souci უცნობი
1983 უკანასკნელი ბრძოლა Le Dernier Combat უცნობი
1985 ტელეფონი ყოველთვის რეკავს ორჯერ Le téléphone sonne toujours deux fois!! მარიანის სანდო პირი
1985 მიწისქვეშა გადასასვლელი Subway მედოლე
1988 ცისფერი უფსკრული Le Grand Bleu ენცო მოლინარი
1990 ადამიანი ოქროსფერ ნიღაბში L'Homme au masque d'or მამა ვიტორიო გაეტანო
1990 ნიკიტა Nikita ვიქტორი
1991 ლულუ გრაფიტი Loulou Graffiti პიკ ლა ლუნა
1991 ოპერაცია დაკონსერვებული ხორცი L'Opération Corned-Beef კაპიტანი ფილიპ ბულიე
1993 უცხოპლანეტელები Les Visiteurs გოდფრუა დე პაპენკური
1994 ლეონი: პროფესიონალი Léon: The Professional ლეონი
1995 სულელები Les Truffes პატრიკი
1995 ფრანგული კოცნა French Kiss ჟან პოლ კორდონი
1995 ღრუბლებს მიღმა Al di là delle nuvole კარლო
1996 შეუსრულებელი მისია Mission: Impossible ფრანც კრიგერი
1996 იაგუარი Le Jaguar ჟან კამპანა
1997 ადგილი სასაფლაოზე Roseanna's Grave მარჩელო
1997 ჯადოქრული სიყვარული Un amour de sorcière მოლოკი
1997 დები სოლეი Les Soeurs Soleil მაყურებელი
1998 უცხოპლანეტელები 2: დროის დერეფნები Les Visiteurs II: Les Couloirs du temps გოდფრუა დე პაპენკური
1998 გოძილა Godzilla ფილიპ როშე
1998 რონინი Ronin ვინსენტი
2000 მეწამული მდინარეები Les Rivières pourpres კომისარიპიერ ნიმანსი
2001 უცხოპლანეტელები ამერიკაში Just Visiting გრაფი ტიბო და მალფერე
2001 ვასაბი Wasabi იუბერ ფიორენტინი
2002 სიყვარულის ისტორია Décalage horaire ფელიქსი
2002 როლერბოლი Rollerball ალექსის პეტროვიჩი
2003 უიღბლონი Tais-toi! რუბი
2004 მეწამული მდინარეები 2: აპოკალიპსის ანგელოზები Les Rivières pourpres 2 — Les anges de l’apocalypse კომისარი პიერ ნიმანსი
2004 სასტუმრო რუანდა Hotel Rwanda ბელგიური ავიაკომპანიის პრეზიდენტი
2004 კორსიკელი L’Enquête corse ანჟე ლეონი
2005 მგლების იმპერია L'Empire des loups ჟან-ლუი შიფერი
2005 ვეფხვი და თოვლი The Tiger and the Snow ფუადი
2006 ვარდისფერი პანთერა The Pink Panther ჟანდარმი ჟილბერ პონტონი
2006 და ვინჩის კოდი The Da Vinci Code კაპიტანი ბეზუ ფაში
2006 ესკადრილია ლაფაიეტი Flyboys კაპიტანი ტრენო
2006 ანფ დაითესე Flushed Away ბაყაყი
2008 გამოუსწორებელი თაღლითები Ca$h მაქსიმ დიუპრი
2009 ვარდისფერი პანთერა 2 The Pink Panther 2 ჟანდარმი ჟილბერ პონტონი
2009 დახურული წრე Le Premier Cercle მილო მალაკიანი
2009 სიყვარულის ფორმულა დაქორწინებულთათვის Couples Retreat მასწავლებელი მარსელი
2009 ინკასატორი Armored ქუინი
2010 22 ტყვია: უკვდავი L'immortel განგსტერი შარლი მატეი
2011 მარგარეტი Margaret რამონი
2012 შეფ-მზარეული Comme un chef ალექსანდრ ლაგარი

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენო ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალებში. იყო სამჯერ დაქორწინებული. პირველი მეუღლისგან ჰყავს ქალიშვილი სანდრა (1978) და ვაჟი მიკაელი (1980).

მეუღლეები დაშორდნენ, როდესაც რენოს დაეწყო რომანი პოლონელ მოდელ ნატალია დიშკევიჩთან. ნატალიასგან ჰყავს ვაჟი ტომი (1996) და ქალიშვილი სერენა (1998). მეორე ქორწინება დაიშალა 2001 წელს.

2006 წლის ივლისში ჟანმა ცოლად შეირთო რუმინელი მოდელი და მსახიობი სოფი ბორუკა (დ. 1971). მეჯვარე ქორწილში იყო მისი მეზობელი და მეგობარი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც იმ დროს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

რენოს აქვს სამი სახლი: პარიზში, ლოს-ანჯელესსა და მალაიზიაში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: