ჟან-ფრანსუა ლაპერუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან ფრანსუა ლაპერუზი

ჟან ფრანსუა ლაპერუზი ან ჟან ფრანსუა დე გალო (დ. 22 აგვისტო 1741, ლე-გიუა, ქალაქ ალბის მახლობლად — გ. 1788?) — ფრანგი ზღვაოსანი. 1785-1788 წლებში წყნარი ოკეანის შემსწავლელ ექსპედიციას მეთაურობდა ფრეგატებზე „ბუსოლი“ და „ასტროლაბია“. ლაპერუზმა შემოუარა ჰორნის კონცხს, გაიარა აღდგომის კუნძული, ჰავაის კუნძულები, ალასკის ყურე, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირო ჩ. გ. 60°-იდან 36°30′-მდე, მოუხვია დასავლეთით, გადაკვეთა წყნარი ოკეანე და ფილიპინებიდან აღმოსავლეთ ჩინეთის და იაპონიის ზღვების გავლით შევიდა თარის სრუტეში. ჩ. გ. 51°30′-იდან დაბრუნდა სამხრეთით კუნძულ სახალინის ნაპირის გასწვრივ, აღმოაჩინა კუნძული მონერონი, გაიარა სრუტე კუნძულ სახალინსა და კუნძულ ჰოკაიდოს შორის (ამჟამად ლაპერუზის სრუტე) და მივიდა კამჩატკაზე. აქედან ლაპერუზი ავსტრალიისაკენ გაემართა და სამოის კუნძულების ჯგუფში აღმოაჩინა კუნძული სავაი. სიდნეიდან ექსპედიციამ კვლავ ჩრდილოეთისაკენ აიღო გეზი და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ჩაძირული ფრეგატის ნარჩენები აღმოაჩინეს კუნძულ ვანიკოროსთან (სანტა-კრუზის კუნძულები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]