ჟან-ლუი ტრენტინიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან-ლუი ტრენტინიანი
დაბადების სახელი ჟან-ლუი ტრენტინიანი
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1930
პიოლენკი, ვოკლიუზი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 17 ივნისი, 2022(2022-06-17)
იუზესი, გარის დეპარტამენტი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1951–2019
მეუღლე(ები) სტეფანი ოდრანი
ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის

1969 — ძეტა

ჟან-ლუი ტრენტინიანი (ფრანგ. Jean-Louis Trintignant; დ. 11 დეკემბერი, 1930, პიოლენკი, ვოკლიუზი — გ. 17 ივნისი, 2022, იუზესი, გარის დეპარტამენტი[1]) — ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „და ღმერთმა შექმნა ქალი“, „კონფორმისტი“ და „ქალი და მამაკაცი“ და სხვ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებით მორცხვი და ჩუმი, ჟან-ლუი ტრენტინიანი ბავშვობაში ბიძამისი მორის ტრენტინიანის მსგავსად ავტომრბოლელობაზე ოცნებობდა. მიუხედავად ამისა, ოცი წლის ასაკში ტრენტინიანი პარიზში გადავიდა დრამატურგიის შესასწავლად, სადაც მისი დებიუტი თეატრში 1951 წელს შედგა. რამდენიმე თეატრალურ დადგმაში მონაწილეობის შემდეგ, მისი პირველი გამოჩენა კინოფილმში 1955 წელს შედგა. უკვე მომდევნო წელს მისმა შესრულებამ ბრიჯიტ ბარდოსა და როჯერ ვადიმის გვერდით ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ მას ვარსკვლავის რეპუტაცია მოუტანა. კლოდ ლელუშის ფილმში „ქალი და მამაკაცი“ (1966) ავტომრბოლელის როლის შესრულებამ კი მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1966 ქალი და მამაკაცი A Man and a Woman ჟან-ლუი დურო
1969 ძეტა Z ქრისტოს ზარცეტაკისი
1976 უდაბნო ტარტარი Il deserto dei Tartari როვინი
1983 მხიარული კვირა დღე Vivement dimanche! ჟულიენ ვერსელი
1994 სამი ფერი: წითელი Three Colors: Red ჟოზეფ კერნი
2012 სიყვარული Amour ჟორჟი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Le Monde