ჟაკ პრევერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ პრევერი
ფრანგ. Jacques Prévert
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1900(1900-02-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი ნეიი-სიურ-სენი[17] [18]
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი, 1977(1977-04-11)[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [19] [12] [14] [15] [16] [20] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი Teloché[18]
დასაფლავებულია Cimetière d'Omonville-la-Petite[21]
საქმიანობა პოეტი[15] , სცენარისტი[15] , დრამატურგი, მხატველი, მწერალი, რეჟისორი[15] და ლირიკოსი[22]
მოქალაქეობა  საფრანგეთი[23]
Magnum opus Paroles
მეუღლე Janine Tricotet[24] და Simone Dienne[25]
ხელმოწერა

ჟაკ პრევერი (ფრანგ. Jacques Prévert; დ. 4 თებერვალი, 1900 — გ. 11 აპრილი, 1977) — ფრანგი პოეტი და სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟაკ პრევერი პარიზის მახლობლად, საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მამას, რომელიც თეატრის კრიტიკოსია, ხშირად დაჰყავდა წარმოდგენებზე. 15 წლის ასაკიდან ჟაკი საკუთარი შრომით იწყებს თავის რჩენას და სხვადასხვა წვრილ სამუშაოებს ასულებს. 1918 წელს ჯარში იწვევენ და ახლო აღმოსავლეთში აგზავნიან.

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ იგი მონპარნასზე მეგობართან ბინავდება და ბოჰემურ ცხოვრებას ეწევა. ამ პერიოდში იცნობს ბრეტონს, დუშამელს, კენოსა და დესნოსს და 1925 წელს მათთან ერთად სიურეალისტურ მოძრაობაში შედის, თუმცა 1928 წელს იქიდან გაძევებულ იქნება. 1930 წლიდან პრევერი იწყებს ფილმის სცენარებისა და დიალოგების წერას. 1933 წლიდან ჟოზეფ კოსმამი პრევერის ლექსებზე სიმღერების შექმნას იწყებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამავდროულად პრევერი თეატრალურ პიესებსაც წერს. 1946 წელს გამოდის მისი ლექსების კრებული სიტყვები, რომელიც სულ მალე დიდ წარმატებას აღწევს.

77 წლის ასაკში ჟაკ პრევერი ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრევერი იმდენად ინდივიდუალისტია, რომ არც ერთ ფილოსოფიურ თუ პოლიტიკურ მიმდინარეობაში არ ჯდება, ისევე როგორც ძნელია მისი შემოქმედების მიკუთვნება რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობისათვის. როგორც ყველა სიურეალისტი თავიდან ისიც ანარქისტი იყო. მან ბოლომდე შეინარჩუნა მეამბოხე სული და ანტიკონფორმიზმი. მისი ოპტიმიზმი სიმარტივესა და ბუნებრიობაზეა დაფუძნებული.

პრევერის პოეზიის მთავარი მახასიათებელია სიტყვებით თამაში, ნეოლოგიზმები, ორმაგი მნიშვნელობები, რასაც პოეტი დიდი ოსტატობით იყენებს.

  • სიტყვები, 1946
  • ზღაპრები ცელქი ბავშვებისთვის, 1947
  • წარმოდგენა, 1951
  • წერილები ბალადარის კუნძულებიდან, 1952
  • ავდარი და დარი, 1955
  • ამბები, 1946
  • გროვა, 1966

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 Jacques Prévert
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 http://web.archive.org/web/20170324045736/http://jeugdliteratuur.org/auteurs/jacques-prevert
  6. 6.0 6.1 Encyclopædia Britannica
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 BD Gest'
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  11. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  12. 12.0 12.1 GeneaStar
  13. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 The Fine Art Archive — 2003.
  16. 16.0 16.1 Munzinger Personen
  17. Превер Жак // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  18. 18.0 18.1 Fichier des personnes décédées
  19. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  20. Iedereen Leest
  21. https://www.landrucimetieres.fr/spip/spip.php?article217
  22. Czech National Authority Database
  23. Museum of Modern Art online collection
  24. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  25. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.