პრილეპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პრილეპი
მაკედ. Прилеп

ქალაქის ხედი მარკოს ციხიდან
დროშა გერბი

ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
რეგიონი პელაგონია
თემი პრილეპი
კოორდინატები 41°20′47″ ჩ. გ. 21°33′15″ ა. გ. / 41.34639° ჩ. გ. 21.55417° ა. გ. / 41.34639; 21.55417
მმართველი Q61119921?
ფართობი 1194.44 კმ²
ცენტრის სიმაღლე 620
მოსახლეობა 66 246[1] კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი (+389) 048
საფოსტო ინდექსი 7500
საავტომობილო კოდი PR
ოფიციალური საიტი http://www.Prilep.gov.mk
პრილეპი — ჩრდილოეთი მაკედონია
პრილეპი

პრილეპი (მაკედ. Прилеп, თურქ. Pirlepe, ბერძ. Πριλέπια) — ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის სამხრეთში, პელაგონიის რეგიონში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იგი სიდიდით მეოთხე ქალაქია სკოპიეს, ბიტოლის და კუმანოვოს შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრილეპი დაარსდა რომის იმპერიის ძველი ქალაქის, სტიბერის, ნანგრევებზე. 268 წელს სტიბერი გაანადგურეს გუთებმა. ქალაქი პრილეპის სახელწოდებით მოიხსენიება 1014 წელს, როგორც ბულგარეთის მეფე სამუელის გარდაცვალების ადგილი, რომელიც დაიღუპა გულის შეტევით, მას შემდეგ, რაც დაინახა თუ როგორ დააბრმავეს ბიზანტიელებმა მისი 1000 სარდალი ბელასიცის ბრძოლის შემდეგ. ქალაქი გადავიდა ბიზანტიის მმართველობის ქვეშ. მოგვიანებით ქალაქი შედის ჯერ ბულგარეთის მეორე სამეფოს და შემდეგ სერბეთის შემადგენლობაში. XIV საუკუნეში ქალაქს იპყრობს ოსმალეთის იმპერიის ჯარი გაზი ევრენოსის ხელმძღვანელობით და მათ მფლობელობაშია ექვსი საუკუნის განმავლობაში. XX საუკუნეში იგი სერბეთის და იუგოსლავიის შემდაგენლობაშია, ხოლო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას ეკუთვნის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]