პოტსდამის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოდსდამის მოედანი

პოტსდამის მოედანი (გერმ. Potsdamer Platz) — ბერლინის ცენტრალური მოედანი, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი ქუჩა იკვეთება. ოდესღაც აქ პოტსდამის კარიბჭე იდგა და გზა გადიოდა პოტსდამისკენ, რომელიც ბერლინიდან 25 კმ-შია. ცნობილია, რომ მასზე გაჩნდა ევროპაში პირველი შუქნიშანი. ასევე ითვლება, რომ ევროპაში პირველი ქუჩის ელექტრო ჩირაღდანი ასევე ამ მოედანზე გაჩნდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ბერლინისთვის ბრძოლისას ამ მოედანზე ყველა შენობა განადგურდა. მალე ეს მოედანი გადაკვეთა ბერლინის კედელმა.

კედლის დანგრევას მიეძღვნა პოტსდამის მოედანზე 1990 წელს როჯერ უოტერსის (ჯგუფიდან პინკ ფლოიდი) და მოწვეული მუსიკოსების მიერ გამართული კონცერტი "The Wall". მასში ცნობილი გერმანული ჯგუფი სკორპიონსიც მონაწილეობდა.

ამჟამად მოედანი თანამედროვე სტილის მაღლივი შენობებითაა გაშენებული.