პორტუგალიის ერთიანი დემოკრატიული კოალიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Coligação Democrática Unitária (CDU)
ერთიანი დემოკრატიული კოალიცია
ხელმძღვანელობა
ლიდერი პაულო რაიმუნდო[1]
ისტორია
დაფუძნდა 1987
პოზიციები
იდეოლოგია კომუნიზმი
მარქსიზმ-ლენინიზმი
მწვანე პოლიტიკა
ეკო-სოციალიზმი
ფერები წითელი
შტაბ-ბინა Rue Soeiro Pereira Gomes 3
ლისაბონი, პორტუგალია

პორტუგალიის ერთიანი დემოკრატიული კოალიცია (პორტ. Coligação Democrática Unitária or CDU) – პორტუგალიის კომუნისტური პარტიის (პორტ. Partido Comunista Português or PCP) და მწვანეების (პორტ. Partido Ecologista "Os Verdes" or PEV) კოალიცია. კოალიციაში ასევე შედის პოლიტიკური მოძრაობა დემოკრატიული ინტერვენცია. (პორტ. Intervenção Democrática ან ID)

კოალიცია დაფუძნდა 1987 წლის პირველ ნახევარში, რათა ერთად მიეღოთ მონაწილეობა პორტუგალიის 1987 წლის არჩევნებში და 1987 წლის 19 ივლისის ევროპის პარლამენტის არჩევნებში.

პარტიის საარჩევნო ბანერი

კოალიციის შექმნიდან, წევრ პარტიებს არცერთ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობა არ მიუღიათ. კომუნისტური პარტია არის მთავარი ძალა, ამიტომაც საარჩევნო სიის უმეტესობა მისი წევრებია. ბოლო არჩევნების მიხედვით კოალიციის 14 პარლამენტის წევრიდან 2 არის მწვანეთა პარტიიდან. თითოეულ პარტიას ოფიციალურად აქვს ცალკე საპარლამენტო ჯგუფი.

ლოკალურ დონეზე, საარჩევნო სიას კოალიცია წარმოადგენს ყველა მუნიციპალიტეტში, რომლის პირველი წევრი შეიძლება იყოს როგორც კომუნისტური ასევე მწვანეთა პარტიიდან. რადგან მწვანეებს აქვთ მცირე პარტიული სტრუქტურა, ძირითადად კომუნისტების ოფისები გამოიყენება როგორც კოალიციის ოფისი.

სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღვანდელ სიმბოლოში გაერთიანებულია ორივე პოლიტიკური პარტიის სიმბოლო, ნამგალი და ურო და მზესუმზირა. შესაბამისად პარტიების აბრევიატურით ქვევით. ამ სიმბოლომ ჩაანაცვლა ძველი, რომელიც წარმოადგენდა სამ ექვსკუთხედს წარწერით: CDU. ძველ სიმბოლოს განმარტავდნენ შემდეგნაირად, რომ CDU მუშაობდა როგორც ფუტკრები (კოლექტიურად და ყოველდღე), ხოლო ექვსკუთხედები წარმოადგენდა PCP-ს უჯრედოვან ლენინურ სტრუქტურას.

ახალგაზრდული ფრთა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავშირის ახალგაზრდულ ფრთას ეწოდება: en:Juventude CDU, რომელიც ძირითადად არჩევნების პერიოდში პოლიტიკურ სამუშაოს აწარმოებს ახალგაზრდებში. ახალგაზრდული ფრთა შედგება კოალიციის წევრი პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების პორტუგალიის ახალგაზრდა კომუნისტების (პორტ. Portuguese Communist Youth) და Ecolojovem-ის წევრებისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Por unanimidade. Paulo Raimundo eleito novo secretário-geral do PCP“. Diário de Notícias. 12-11-2022. ციტირების თარიღი: 21-01-2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)