პორტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტუს გერბი
პორტუ ქვეყნის რუკაზე
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 755
ინგლ.რუს.ფრ.

პორტუ (პორტ. Porto), თავიდან ერქვა პორტუს კალე — ქალაქი პორტუგალიაში. ამ სახელწოდებიდან წარმოიქმნა მთელი ქვეყნის სახელწოდება „პორტუგალია“. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 231 800[1] ადამიანს, აგლომერაციისა კი - 1 551 950-ს და სიდიდით მეორე ქალაქია ქვეყანაში; ასევე, პორტუს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და ნორტეს რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, მდ. დუეროს ჩრდ. სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის შესართავთან. ქალაქს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი ახასიათებს, თუმცა მასზე გავლენას ატლანტის გრილი ნიავი ახდენს, მიუხედავად ამისა ზაფხულში, განსაკუთრებით კი აგვისტოში, აქ ტემპერატურა 40 °C-ს აღწევს.

ქვეყანა პორტუგალია და პორტვეინი (პორტ. Vinho do Porto) სახელს ამ ქალაქიდან იღებენ. პორტვეინი ქვეყნის ყველაზე განთქმული პროდუქტია. მისი სახელი მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ეს ღვინო ძველდება პორტუს სამხრეთით დობილი ქალაქი ვილა-ნოვა-დე-გაიას ღვინის სარდაფებში. პორტვეინი მის დამახასიათებელ გემოს იღებს ბრენდისგან, რომელსაც მას ფერმენტაციის პროცესის განმავლობაში ამატებენ. ეს დანამატი იწვევს ფერმენტაციის შეჩერებას, რაც ყურძნის სიტკბოს შენარჩუნებას განაპირობებს. ამ პროცესის შედეგი სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა ბრიტანელ ვაჭართა მიერ, რომლებმაც ღვინოს ბრენდი დაამატეს უბრალოდ მისი ინგლისისკენ ხანგრძლივი ტრანსპორტირების განმავლობაში შენარჩუნებისთვის.

პორტუ ასევე ამავე სახელწოდების აგლომერაციის შუაგულშია. ეს პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებული ცენტრია, რიც გამოც პორტუს ხშირად უწოდებენ „A capital do norte“ („ჩრდილოეთის დედაქალაქი“), მისი სამეწარმეო სულისკვეთების, დამახასიათებელი კულტურის, ხალხისა და ადგილობრივი სამზარეულოს გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  1. Population and Housing Census - 2021 Census English. National Institute of Statistics. ციტირების თარიღი: 20-01-2023.