პორტ-ჰარკორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პორტ-ჰარკორტი
ინგლ. Port Harcourt

პორტ-ჰარკორტის ცენტრი
გერბი

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
შტატი რივერსის შტატი
კოორდინატები 4°45′00″ ჩ. გ. 7°00′00″ ა. გ. / 4.75000° ჩ. გ. 7.00000° ა. გ. / 4.75000; 7.00000
დაარსდა 1912
ფართობი 186 კმ²
ცენტრის სიმაღლე 18
მოსახლეობა 2 667 435 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 234-84
ოფიციალური საიტი riversstatenigeria.net/index/120-Govt Project Pictures.php
პორტ-ჰარკორტი — ნიგერია
პორტ-ჰარკორტი

პორტ-ჰარკორტი (ინგლ. Port Harcourt) — ნიგერიის რივერსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც მდებარეობს მდინარე ბონიზე, ნიგერის დელტაში. ქალაქის მოსახლეობა — 2 667 435 ადამიანი (2006), დიდი პორტ-ჰარკორტი მიოთვლის დაახლოებით 5,7 მილიონ მაცხოვრებელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ჰარკორტი ბრიტანელებმა 1913 წელს დააარსეს იმ რაიონში, სადაც ტრადიციულად ცხოვრობენ იკვერეს და იჯოს ხალხი. მას სახელი დაერქვა კოლონიების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ლუის ვერნონ-ჰარკორტის პატივსაცემად. თავდაპირველად ქალაქი გამოიყენებოდა ენუგუში ნაწარმოები ნახშირის ექსპორტისათვის. ქალაქი ენუგუ მდებარეობს 243 კმ-ით ჩრდილოეთით პორტ-ჰარკორტიდან,[1] რომელთანაც ის დაკავშირებულია ინგლისელების მიერ აშენებული რკინიგზით აღმოსავლეთის ხაზზე.[2][1][3]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი პორტ-ჰარკორტი მოიცავს თვითონ ქალაქ პორტ-ჰარკორტს, რომელიც შედგება ძველი ევროპული (თაუნშიპი) და მასთან მიმდებარე რამდენიმე ახალი კვარტალებისგან, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის მქონე 7 რაიონისგან — ოკრიკა, ობიო-აკპორი, იკვერე, ოიიგბო, ოგუ-ბოლო, ტაი და ელემე.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს რივერსის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პორტ-ჰარკორტის უნივერსიტეტი. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, ორი საზღვაო პორტი, ორი სტადიონი და ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

მომავალი გეგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მჭიდრო დასახლების გამო 2009 წლის დასაწყისში შტატის ხელისუფლებამ, გუბერნატორ ჩიბუიკე ამაეჩის (Chibuike Amaechi) ხელმძღვანელობით, გამოაცხადა ახალი ქალაქის — გრეით-პორტ-ჰარკორტის შექმნის გეგმები. ახალი ქალაქი უნდა აშენდეს პორტ-ჰარკორტის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Nigeria, Chief Secretary's Office (1933). The Nigeria handbook, 10, Eastern Line: Government Printer, Lagos, გვ. 83. 
  2. Williams, Lizzie (2008). Nigeria: The Bradt Travel Guide, გვ. 200. 
  3. Udo, Reuben K. (1970). Geographical Regions of Nigeria. University of California Press, გვ. 85.