პოპოკატეპეტლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოპოკატეპეტლი
პოპოკატეპეტლი
პოპოკატეპეტლი
კოორდინატები: 19°01′20″ ჩ. გ. 98°37′40″ დ. გ. / 19.02222° ჩ. გ. 98.62778° დ. გ. / 19.02222; -98.62778
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
სიმაღლე 5426 
ტიპი სტრატოვულკანი
პირველი ასვლა 1519
ბოლო ამოფრქვევა 10 ნოემბერი 2017
პოპოკატეპეტლი — მექსიკა
პოპოკატეპეტლი

პოპოკატეპეტლი (ესპ. Popocatepetl — მბოლავი მთა) — მოქმედი ვულკანი მექსიკის სამხრეთ ნაწილში, განივ ვულკანურ სიერაზე, ქალაქ მეხიკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 65 კილომეტრზე. სიმაღლე 5452 მ. XVI-XVII საუკუნეებში ხშირი იყო ამოფრქვევა. 3800 მეტრამდე კალთები შემოსილია მუხისა და ფიჭვის ტყით, 3800-4560 მეტრი სარტყელი გაშიშვლებულია, 4560 მეტრს ზევით მარადი თოვლი და მყინვარებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]