პოლ სამუელსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ ენტონი სამუელსონი

პოლ სამუელსონი 1997 წელს
მშობლიური სახელი ინგლ. Paul Anthony Samuelson
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1915
დაბ. ადგილი გერი (ინდიანა), აშშ
გარდ. თარიღი 13 დეკემბერი, 2009
გარდ. ადგილი ბელმონტი, აშშ
მოქალაქეობა აშშ[1] [2]
მეუღლე
საქმიანობა ეკონომისტი, პროფესორი და მწერალი[3]
მოღვაწეობის სფერო მაკროეკონომიკა
დამსაქმებელი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, MIT Sloan School of Management და ჩიკაგოს უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია[4] , ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, International Economic Association, ამერიკის ეკონომიკური ასოციაცია, ეკონომეტრიკის საზოგადოება[5] , Royal Economic Society, Phi Beta Kappa Society, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება[4] და ლონდონის სამეფო საზოგადოება[4]
ჯილდოები ჯონ ბეიტს კლარკის მედალი (1947), ნობელის პრემია ეკონომიკაში (1970), აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო მედალი (1996)
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი Joseph Schumpeter და ვასილი ლეონტიევი
დოქტორანტი რობერტ მერტონი, Lawrence Klein, Margaret Garritsen de Vries, Richard S. Eckaus, David Levhari[6] , David T. Scheffman[7] , Thomas Vietorisz[7] , Hiroaki Nagatani[7] , John R. Dominguez[7] , William D. Finkle[7] , Ralph E. Beals[7] , Badal Mukherji[7] , Edwin David Burmeister[7] , Lattee Adees Fahm[7] , Henry York Wan[7] , Raoul James Freeman[7] , Fred M. Westfield[7] , John H. Kareken[7] , Richard John Kruizenga[7] , Harold Alfred John Green[7] , Romney Robinson[7] , Sherwin Kalt[7] , Arthur Garwood Ashbrook[7] , Mary Louise Freier[7] და Margaret Marie Garritsen[7]
საცხოვრებელი ადგილი გერი, ჩიკაგო და Belmont

პოლ ენტონი სამუელსონი (ინგლ. Paul Anthony Samuelson; დ. 15 მაისი, 1915, გერი (ინდიანა) — გ. 13 დეკემბერი, 2009, ბელმონტი) — ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1970) „სამეცნიერო ნაშრომისთვის, რომელშიც განავითარა სტატისტიკური და დინამიკური ეკონომიკური თეორიები და ეკონომიკური მეცნიერებების სფეროში ანალიზის საერთო დონის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის.“ ავტორია პოპულარული წიგნისა „ეკონომიკა: წინასწარი ანალიზი“, რომელიც 1948 წელს გამოიცა და კეინსიანიზმის პრინციპების შესახებ არსებული რიგით მეორე წიგნი გახდა.

პოლი დაიბადა ინდიანას შტატის პატარა ქალაქ გერიში, პოლონეთიდან ემიგრირებული ებრაელების — ფრენკ სამუელსონისა და ელა ლიპტონის ოჯახში. სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში. ითვლება „ნეოკლასიკური სინთეზის“ ინიციატორად, რომელიც ერთ კონცეფციაში აერთიანებს ნეოკლასიკურ და კეინსიანისტურ მაკროეკონომიკას. ნეოკეინსიანიზმის მიმართულების დამფუძნებელი. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1956—59). გარდაიცვალა საკუთარ სახლში ბელმონტში (მასაჩუსეტსი) 2009 წლის 13 დეკემბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Maurice Allais, Nobel Winner, Dies at 99 // The New York Times / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2010. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  2. Professor and Columnist Wins Economics Nobel // The New York Times / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2008. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  3. Indiana Authors and their Books, 1917-1966 / D. E. ThompsonWabash College, 1974.
  4. 4.0 4.1 4.2 NNDB — 2002.
  5. https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
  6. http://library.mit.edu/item/000760048
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 7.13 7.14 7.15 7.16 7.17 7.18 7.19 Mathematics Genealogy Project — 1997.