პოლ კერაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ კერაკი 2009 წელს.

პოლ მელვინ კერაკი (ინგლ. Paul Melvyn Carrack; დ. 22 აპრილი, 1951) — ბრიტანელი მომღერალი და მუსიკოსი. ცნობილია საკუთარი შემოქმედებით და სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობით.

იყო ჯგუფების Ace, Roxy Music, Squeeze და Mike + The Mechanics წევრი. 1986 წელს ვოკალისტის სახით მონაწილეობდა როჯერ უოტერსის მიერ ფილმისთვის „როდესაც ქარი ქრის“ სიმღერების შექმნაში, 1987 წელს — ალბომზე Radio K.A.O.S. და შემდგომ ტურნეში, ხოლო 1990 წელს — უოტერსის ბერლინის კონცერტში, სადაც „Hey You“ შეასრულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]