პოლ ბეტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ ბეტანი
მშობლიური სახელი Paul Bettany
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1971
ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა
  • დიდი ბრიტანეთი
  • აშშ[1]
ალმა-მატერი ლონდონის დრამის ცენტრი
აქტიური 1994-დან - დღემდე
მეუღლე(ები) ჯენიფერ კონელი (დაქ. 2003)
შვილ(ებ)ი 2

პოლ ბეტანი (დ. 27 მაისი, 1971)[2] — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია ჯარვისისა და ვიჟენის როლის შესრულებით მარველის კონოსამყაროს ფილმებში რკინის კაცი (2008), რკინის კაცი 2 (2010), შურისმაძიებლები (2012), რკინის კაცი 3 (2013), შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (2015), კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (2016) და შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2018), ასევე დისნეის + შოუში (სერიალი) ვანდავიჟენი (2021). მაყურებელის ყურადღების ცენტრში ის პირველად ბრიტანული ფილმის, განგსტერი ნომერი 1 (2000) მოექცა, ასევე რეჟისორ ბრაიან ჰელგელანდის ფილმში რაინდის ამბები (2001). მან მიიღო მონაწილეობა მრავალფეროვან ფილმებში, მათ შორის ბრწყინვალე გონება (2001), ოსტატი და მეთაური: მსოფლიოს შორეული მხარე (2003), დოგვილი (2003), უიმბლდონი (2004), და ვინჩის კოდი ( 2006), რკინის ზღვარი (2011) და სოლო: ვარსკვლევური ომების ამბავი (2018). ის განასახიერებს ალექსანერ ნიქსს ფილმში კემბრიჯის ანალიტიკური საზღვარი.[3]

იგი ნომინირებულია სხვადასხვა ჯილდოებზე, მათ შორის BAFTA ჯილდოზე მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის და კინომსახიობთა გილდიის პრემიაზე ფილმში სამსახიობო ჯგუფის საუკეთესო შესრულებისთვის. ბეთანი დაქორწინებულია ამერიკელ მსახიობ ჯენიფერ კონელზე, რომელთანაც მას ორი შვილი ჰყავს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ ბეთანი დაიბადა ლონდონში, სასცენო მომღერლის, თეატრის მასწავლებელ და სცენის მენეჯერ ანის (ნიი ქეთლის) და მოცეკვავე, მსახიობის თანე ბეთანის ოჯახში. მისი გრაფინია სიფუ, ვესექსის გრაფინიაა.[4][5] ბეთანი კათოლიკედ აღიზარდა,[6][7] თუმცა გაზრდის შემდეგ ის რელიგიურად ნაკლებად ცხოვრობს.[8] მოგვიანებით იგი მამასთან ერთად დაესწრო მეთოდისტებისა და ინგლისის ეკლესიის კრებებს.[9] მოგვიანებით ბეთანი ათეისტი გახდა.[10] მამამისი ქვინსვუდის სკოლაში ასწავლიდა, ოჯახი კი ჰერტფორდშირში, კამპუსში ცხოვრობდა.[11]

როდესაც ბეთანი 16 წლის იყო, მისი ძმა მეთიუ გარდაიცვალა, ქვინსვუდის ჩოგბურთის პავილიონის სახურავიდან ბეტონზე ჩამოვარდნის შემდეგ.[12] მალევე ბეთანიმ მიატოვა სკოლა, სახლი დატოვა და ლონდონში ქუჩის შემსრულებელი გახდა.[13] ის ცხოვრობდა პატარა ბინაში და ფულს ქუჩაში გიტარაზე დაკვრით ირჩენდა.[13] მოგვიანებით მისი მშობლები დაშორდნენ.[14] ორი წლის შემდეგ მან იპოვა ახალი სამუშაო ხანდაზმულთა სახლში.[13] ერთი წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, ბეტანი ჩაირიცხა ლონდონის დრამატულ ცენტრში.[13] მას ჰქონდა დისლექსია.[15]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 1 იანვარს ბეტანი დაქორწინდა ამერიკელ მსახიობ ჯენიფერ კონელზე შოტლანდიაში; ისინი ერთმანეთს ბრწყინვალე გონების გადასაღებს მოედანზე შეხვდნენ.[16][17] ჯენიფერი იყო მისი ბავშვობის სიყვარული, როდესაც ის ფილმში ლაბირინთი ნახა.[18] 11 სექტემბრის თავდასხმებმა მას მოტივაცია მისცა თავის გრძნობებში გამომტყდარიყო და ორი დღის შემდეგ გოგონას მასთან კონტაქტი შესთავაზა.[19] ისინი ტრიბეკაში ცხოვრების შემდეგ ბრუკლინ ჰაიტსში გადავიდნენ საცხოვრებლად.[20] წყვილს ასევე ჰყავს ორი შვილი, 2003 წელს დაბადებული ვაჟი სტელანი (მას სახელი მისი მეგობრის, შვედი მსახიობის სტელან სკაშგორდის პატივსაცემად დაარქვეს) და ქალიშვილი, აგნეს ლარკი, რომელიც 2011 წელს დაიბადა.[21][22][23]

ბეთანი ათეისტია .[24] [10]

2020 წელს ბეთანიასა და მის ახლო მეგობარს, მსახიობ ჯონი დეპს შორის მიმოწერა დეპის სასამართლო პროცესზე ცილისწამების საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული. დეპმა გაზეთ ,,სანს" ცოლზე მოძალადის სახელწოდებით მოხსენიებითვის უჩივლა 2018 წელს.[25][26][27] 2016 წელს ბეთანიმ დაიცვა დეპი ბრალდებებისაგან, რომ მან ბოროტად გამოიყენა ჰერდი და თქვა: ,,ის არის ყველაზე ტკბილი, კეთილი, ნაზი ადამიანი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ".[28]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი როლი შენიშვნა
1997 ბენტი კაპიტანი
1998 გოგონათა მიწა ფილიპი
1999 წვიმის შემდეგ სტეფი
2000 კოცნა კოცნა ჯიმი
თვითმკვლელთა კლუბი შაუ
მკვდარი ბავშვები კვენტინი
განგსტერი ნომერი 1 ახალგაზრდა განგსტერი
2001 რაინდის ზღაპრები ჯეფრი
ბრწყინვალე გონება ჩარლზ ჰერმანი
2002 ეუსტონის გზა "Y" მოკლე ფილმი
ჩემი გული რიკი
2003 ზღვის მბრძანებელი: სამყაროს კიდეზე დოქტორი სტეფენ მატურინი
ანგარიშწორების დღე ნიკოლასი
დოგვილი ტომ ედისონი
2004 უიმბლდონი პიტერ კოლტი
2006 დაცვა ბილ ქოქსი
დავინჩის კოდი სილასი
2008 რკინის კაცი ჯარვისი გახმოვანება
ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება რეი ოუვენსი
მელნიანი გული დასტფინგერი
გატეხილი ხაზი ჩესტერი
2009 ახალგაზრდა ვიქტორია ლორდი მელბურნი
შექმნა ჩარლზ დარვინი
2010 ლეგიონი მიქაელი
რკინის კაცი 2 ჯარვისი გახმოვანება
ტურისტი ჯონ ეიჩსონი
2011 მღვდელი მღვდელი
რისკის ზღვარი უილ ემერსონი
2012 შურისმაძიებლები ჯარვისი გახმოვანება
2013 რკინის კაცი 3 ჯარვისი გახმოვანება
სისხლი ჯო ფაირბურნი
2014 უპირატესობა მაქს ვატერსი
თავშესაფარი არ არის სცენარის ავტორი
2015 მორდეკაი ჯოკ სტრაპი
შურისმაძიებლები: ულტრონის ერა ჯარვისი (გამოვანება) & ვიჟენი
ლეგენდა ჩარლი რიჩარდსონი
2016 კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი ვიჟენი
2017 მოგზაურობის დასასრული ოსბორნი
2018 შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი ვიჟენი
სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი დრაიდენ ვოსი
2020 ბიძია ფრენკი ფრანკ ბლედსოი

სერიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი როლი შენიშვნები
1994 წ ვიკლიფი იან გრივსი ეპიზოდი: ,,ბარდის მწვანე ნავი"
1996 წ გადასახადი ჯეიკ კონოლი ეპიზოდი: ,,სწორი რამ"
1997 წ შარპის ვატერლოო პრინცი ვილემ მე-2 სატელევიზიო ფილმი
1998 წ სახლში დაბრუნება ედვარდ კერი-ლუისი სატელევიზიო სერიალი
მკვლელი ქსელი ჯო ჰანტერი მინი-სერიალი
1999 წ ყველა ქალმა იცის საიდუმლო რობი მინი-სერიალი
2000 წელი დევიდ კოპერფილდი ჯეიმზ სტიერფორტი სატელევიზიო ფილმი
2017 წ ნადირობა უნაბომბერზე ტედ კაჩინსკი მინი-სერიალი
2021 წ ვანდავიჟენი ხედვა მინიერიალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Strauss, Louisa. Everything You Need to Know About Paul Bettany. ციტირების თარიღი: 11 February 2019.
  2. Paul Bettany. TV Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2016.
  3. Exclusive: Paul Bettany to Co-Star in Cambridge Analytica Drama From 'Avengers' Team.
  4. Biography of Paul Bettany დაარქივებული 26 March 2009 საიტზე Wayback Machine.
  5. Paul Bettany biography site. Tiscali.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2009. ციტირების თარიღი: 9 October 2010.
  6. Barton, Laura (12 May 2006). „When albino monks attack“. The Guardian. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2014. ციტირების თარიღი: 27 May 2010. ციტატა: „Bettany was himself raised as a Catholic,...“
  7. Paul Bettany: The Da Vinci Code. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 October 2011. ციტირების თარიღი: 27 May 2010.
  8. Paul Bettany tells Laura Barton why he was born to play Silas in The Da Vinci Code. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2014. ციტირების თარიღი: 27 May 2010.
  9. David Germain (15 May 2006). „Pious killer: Bettany dons robes as monk assassin in 'Da Vinci'. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 21 October 2012.
  10. 10.0 10.1 Paul Bettany: Playing Darwin with Creation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2014. ციტირების თარიღი: 7 September 2009.
  11. Tragedy, Drugs and a Dad Who Wanted to Have a Sex Change Op. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 December 2008. ციტირების თარიღი: 14 January 2008.
  12. Rivkin, Annabel (24 March 2006). „Paul's progress“. London Evening Standard. p. 29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 July 2013. ციტირების თარიღი: 21 October 2012.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Mal Vincent (18 September 2004). "Wimbledon" serves as a change of pace“. Virginia Pilot and Ledger-Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 21 October 2012.
  14. Standing, Sarah (28 May 2009). „Rise of the strays (that's formerly straight, now gay)“. London Evening Standard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 October 2012. ციტირების თარიღი: 16 May 2013.
  15. Walden, Celia. Paul Bettany interview: this time it's serious (20 May 2013). ციტირების თარიღი: 13 July 2018.
  16. Mark Armstrong. (10 January 2003) Jennifer Connelly marries Paul Bettany. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 February 2013.
  17. Sarah Taylor. (20 May 2013) You Just Remembered That Jennifer Connelly Is One of the Most Interesting Ladies in Hollywood, Didn't You?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 16 July 2016.
  18. Yahoo Confessional: Paul Bettany. 28 September 2015. https://finance.yahoo.com/video/yahoo-confessional-paul-bettany-184821219.html. წაკითხვის თარიღი: 16 July 2016.
  19. Paul Bettany And Jennifer Connelly Got Engaged Without Even Dating - Larry King Now - Ora.TV. 13 November 2015. https://www.youtube.com/watch?v=WBBtBUSJxFM. წაკითხვის თარიღი: 16 July 2016.
  20. David, Amrk. "Paul Bettany and Jennifer Connelly On the Move Again", Variety (magazine), 14 January 2012. Retrieved 25 February 2019. "It was only about 3.5 years ago that English-born movie actor Paul Bettany (A Beautiful Mind, The Da Vinci Code, A Knight's Tale) and Brooklyn-bred Academy Award winner Jennifer Connelly (A Beautiful Mind, Requiem For A Dream, Blood Diamond) paid $6,920,000 for a full floor loft-type penthouse apartment on the edge of New York City's star-stocked TriBeCa neighborhood."
  21. Tim Adams. (25 January 2004) 'I'm just a blond actor, you know'. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 November 2020.
  22. Zakarin, Jordan (14 დეკემბერი 2010). „Jennifer Connelly pregnant with husband Paul Bettany's second child“. HuffPost. AOL, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2020.
  23. „Jennifer Connelly gives birth to baby girl!“. US Weekly. 8 June 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 June 2012. ციტირების თარიღი: 7 November 2020.
  24. Paul Bettany on Charles Darwin: 'He Was an Atheist and So Am I'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2018. ციტირების თარიღი: 10 June 2018.
  25. 'Will f*** Amber Heard's burnt corpse': Johnny Depp's text message to Avengers actor Paul Bettany. The Free Press Journal (8 July 2020). ციტირების თარიღი: 11 November 2020
  26. 'Let's burn Amber': texts allegedly sent by Johnny Depp about ex read in court“. The Guardian. 27 February 2020. ციტირების თარიღი: 11 November 2020.
  27. „High Court hears details of messages between Depp and actor Paul Bettany“. Irish Independent. 8 July 2020. ციტირების თარიღი: 11 November 2020.
  28. Oppenheim, Maya (29 May 2016). „Mickey Rourke and Paul Bettany defend Johnny Depp and deny claims he is a violent man“. The Independent. ციტირების თარიღი: 7 November 2020.