პლატინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლატინა
78Pt
195.08
4f14 5d9 6s1
პლატინა, 78Pt
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო-მოთეთრო ძნელდნობადი ლითონი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Pt)
195.084±0.009
195.08±0.02 (დამრგვალებული)
პლატინა პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Pd

Pt

Ds
ირიდიუმიპლატინაოქრო
ატომური ნომერი (Z) 78
ჯგუფი 10
პერიოდი 6 პერიოდი
ბლოკი d-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f14 5d9 6s1
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 17, 1
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
1768.3 °C ​(2041.4 K, ​​3214.9 °F)
დუღილის
ტემპერატურა
3825 °C ​(4098 K, ​6917 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 21.45 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 19.77 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 22.17 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 510 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 25.86 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 2330 (2550) 2815 3143 3556 4094
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი −3, −2, −1, 0, +1, +2, +3, +4, +5, +6
ელექტროდული პოტენციალი
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 2.28
იონიზაციის ენერგია
  • 1: 870 კჯ/მოლ
  • 2: 1791 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 139 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 136±5 პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 175 პმ

პლატინას სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა კუბური წახნაგცენტრირებული
ბგერის სიჩქარე 2800 m/s (ო. ტ.)
თერმული გაფართოება 8.8 µმ/(მ·K) (25 °C)
თბოგამტარობა 71.6 ვტ/(·K)
კუთრი წინაღობა 105 ნომ·მ (20 °C)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა +201.9×10−6 სმ3/მოლ
სიმტკიცის ზღვარი 125–240 მპა
იუნგას მოდული 168 გპა
წანაცვლების მოდული 61 გპა
დრეკადობის მოდული 230 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.38
მოოსის მეთოდი 3.5
ვიკერსის მეთოდი 400–550 მპა
ბრინელის მეთოდი 300–500 მპა
CAS ნომერი 7440-06-4
ისტორია
აღმომჩენია Antonio de Ulloa (1735)
პლატინას მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
190Pt 0.012% 4.83×1011 წ α 186Os
192Pt 0.782% სტაბილური
193Pt სინთ 50 წ ε 193Ir
194Pt 32.864% სტაბილური
195Pt 33.775% სტაბილური
196Pt 25.211% სტაბილური
198Pt 7.356% სტაბილური

პლატინა[1][2] (ლათ. Platinum < ესპ. plata — „ვერცხლი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, მეათე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIIბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 78, ატომური მასა — 195.08, tდნ — 1768.3 °C, tდუღ — 3825 °C, სიმკვრივე — 21.45 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-მოთეთრო ძნელდნობადი კეთილშობილი ლითონი. დაწვრილებით მისი თვისებები აღწერა ანტონიო დე ულოამ 1748 წელს (ესპანეთი).[3] სახელის წარმოშობა უკავშირდება XVI საუკუნეში ესპანელმა კონკისკადორების მიერ კოლუმბიაში თვითნაბად ოქროსთნ ერთად მკრთალი თეთრი ლითონის აღმოჩენას, რომელიც ვერ გაადნეს[4] და „platina del Pinto“ უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც „პინტოს მდინარის პატარა ვერცხლი“.[5] გარდამავალი ლითონი შესანიშნავია კოროზიისადმი მდგრადობით, მაღალ ტემპერატურებზეც კი. პლატინა ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია დედამიწის ქერქში, ხშირად იგი გვხვდება ნიკელსა და სპილენძთან ერთად, ძირითადად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელიც ამ ლითონის 80 %-ის მომწოდებელია მსოფლიო ბაზარზე.

პლატინას ფართო გამოყენება აქვს: მისგან ამზადებენ კატალიტურ გარდამქმნელებს, ლაბორატორიის აღჭურვილობას, ელექტრულ კონტაქტებსა და ელექტროდებს, პლატინის თერმორეზისტორებს, სტომატოლოგიური აღჭურვილობის ზოგიერთ დეტალს და საიუვილერო ნაწარმს. თავად ლითონიც, მისი კეთილშობილებიდან და იშვიათობიდან გამომდინარე, წარმოადგენს ვაჭრობის საგანს. პლატინის ზოგიერთი შენაერთი გამოიყენება ქიმიოთერაპიაში სიმსივნის ზოგიერთი სახის საწინააღმდეგოდ.[6]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება პლატინა მიცემულ იქნა ესპანელი კონკისტადორების მიერ, რომლებიც XVI საუკუნის შუა ნახევარში პირველად სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორია) შეხვდნენ ახალ მეტალს, რომელიც ფიზიკურად ჰგავდა ვერცხლს (ესპანურად plata). რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „პატარა ვერცხლს“ (პალატინა ვერცხლზე ორჯერ იაფი ღირდა). ასეთი მიუღებელი (უცნაური) დასახელება აიხსნებოდა იმით, რომ პლატინა არის ერთადერთი ლითონი, რომელიც გადადნობას არ ექვემდებარებოდა. მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოუძებნეს გამოყენება და ამიტომაც მისი ფასი იყო ორჯერ იაფი ვერცხლზე.

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ქერქში პლატინა ძირითადად თვითნაბადი სახით გვხვდება და პლატინას მოიპოვებენ საბადოებიდან.

პლატინის წარმოება ფხვნილის სახით დაიწყო 1805 წელს ინგლისელი მეცნიერის უილიამ ჰაიდ უოლასტონის მიერ სამხრეთ ამერიკის საბადოებიდან. დღეს პლატინას იღებენ პლატინური მეტალების კონცენტრატიდან. კონცენტრატს ხსნიან სამეფო წყალში, რის შემდეგაც უმატებენ ეთანოლს და შაქრის სიროფს ჭარბი HNO3 მოსაშორებლად. ამ დროს აღდგება ირიდიუმი Ir3+ და პალადიუმი Pd2+. ხოლო შემდგომ ამონიუმის ქლორიდის დამატებით გამოყოფენ (NH4)2PtCl6. გამომშრალ ნალექს ავარვარებენ 800 - 1000 °C.

3(NH4)2[PtCl6] = 2N2 + 2NH3 + 18HCl + 3Pt

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 167
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 102.
  3. ქიმიური ელემენტების აღმოჩენისა და სახელწოდებათა მოკლე ისტორია. Lemill.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2010-09-07.
  4. ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-29. ციტირების თარიღი: 2010-08-24.
  5. იან ვუდსი (2004). ელემენტები: პლატინა, The Elements. Benchmark Books. ISBN 978-0761415503. 
  6. ა. დ. როჯერ რიჩარდსი (2007). „სინთეტიკური ლითონის მოლეკულები, როგორ დნმ-ის კონტროლის აგენტები“. Chemical Society Reviews. 36 (3): 471–483. doi:10.1039/b609495c. PMID 17325786.