პიტონ-დე-ლა-ფურნეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიტონ-დე-ლა-ფურნეზი
პიტონ-დე-ლა-ფურნეზის მძინარე ვულკანი
პიტონ-დე-ლა-ფურნეზის მძინარე ვულკანი
კოორდინატები: 21°14′33″ ს. გ. 55°42′32″ ა. გ. / 21.24250° ს. გ. 55.70889° ა. გ. / -21.24250; 55.70889
ქვეყანა რეიუნიონის დროშა რეიუნიონი
სიმაღლე 2632 
მთის მასივი პიტონ-დე-ნეჟის მასივი
ტიპი ფარისებრი ვულკანი
ასაკი შუა პლეისტოცენი
ბოლო ამოფრქვევა 2010
პიტონ-დე-ლა-ფურნეზი — რეიუნიონი
პიტონ-დე-ლა-ფურნეზი

პიტონ-დე-ლა-ფურნეზი (ფრანგ. Piton de la Fournaise) — მოქმედი ვულკანი კუნძულ რეიუნიონის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ინდოეთის ოკეანეში (მასკარენის კუნძულები).

პიტონ-დე-ლა-ფურნეზი — ფარისებრი ვულკანი, მდებარეობს ზღვის დონიდან 2631 მეტრზე[1]. ვულკანის კალდერის დიამეტრია დაახლოებით 8 კმ; XVII საუკუნიდან დაწყებული დაფიქსირებული იყო 150-ზე მეტი ამოფრქვევა (ჩრდილო-დასავლეთით პიტონ-დე-ნეჟის მასივზე მდებარე არააქტიური ვულკანებისგან განსხვავებით), მათგან დაახლოებით 30 — ХХ საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან. 2015 წლის შუახნისთვის უკანასკნელ ამოფრქვევას ადგილი ჰქონდა 16-20 მაისს, ხოლო მანამდე — 2015 წლის თებერვალში. ადრინდელი ამოფრქვევები მოხდა 2008 წლის 14 დეკემბრიდან 2009 წლის 5 თებერვლამდე, შემდეგ 2009 წლის 5 ნოემბერს და 14 დეკემბერს და 2010 წლის 2 იანვარს.

პიტონ-დე-ლა-ფურნეზის ვულკანი გამოსახულია რეიუნიონის არაოფიციალურ დროშაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. VOLCANISM PROGRAM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-18. ციტირების თარიღი: 2015-08-05.