პიტ სამპრასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიტ სამპრასი

სამპრასი 2008 წელს
ქვეყანა (სპორტი) აშშ-ის დროშა აშშ
საცხოვრებელი ადგილი ლეიკ შერვუდი, კალიფორნია, აშშ
დაიბადა 12 აგვისტო, 1971 (1971-08-12) (52 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
სიმაღლე 185 სმ.
პროფესიონალი 1988
კარიერა დაასრულა 8 სექტემბერი, 2002 (უკანასკნელი მატჩი)
25 აგვისტო, 2003 (ოფიციალურად)
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი პიტერ ფიშერი (1980–1989)
ჯო ბრენდი (1989–1991)
ტიმ გალიკსონი (1992–1995)
ვიტას გერულაიტისი (1994)
პოლ ანაკონი (1995–2001)
ტომ გალიკსონი (2001–2002)
ხოსე იგერასი (2002)
პოლ ანაკონი (2002)
ფულადი პრიზი 43,280,450 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2007 (წევრის გვერდი)
ოფიციალური საიტი petesampras.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 762–222 (77.44%)
ტიტულები კარიერაში 64
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (12 აპრილი, 1993)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1994, 1997)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1996)
უიმბლდონი გამარჯვება (1993, 1994, 1995, 1997, 1998, 1999, 2000)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1990, 1993, 1995, 1996, 2002)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1991, 1994, 1996, 1997, 1999)
დიდი სლემის თასი გამარჯვება (1990, 1997)
ოლიმპიური თამაშები 3რ (1992)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 64–70 (47.76%)
ტიტულები კარიერაში 2
უმაღლესი რეიტინგი 27-ე (12 თებერვალი, 1990)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 2რ (1989)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (1989)
უიმბლდონი 3რ (1989)
აშშ-ის ღია პირველობა 1რ (1988, 1989, 1990)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1992, 1995)
ბოლოს განახლდა: 6 იანვარი 2018.

პიტ სამპრასი (ინგლ. Pete Sampras; დ. 12 აგვისტო, 1971, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4][5][6].

სამპრასის პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1988 წელს, ხოლო დასრულდა 2002 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, როდესაც მან უკანასკნელ მატჩში კარიერაში ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე – ამერიკელი ანდრე აგასი დაამარცხა[7].

სამპრასს მოგებული აქვს 14 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის 7 უიმბლდონი, 5 აშშ-ის ღია პირველობა და 2 ავსტრალიის ღია პირველობა. ამერიკელი უიმბლდონის ტიტულებით რეკორდსმენი იყო 2017 წლამდე, სანამ როჯერ ფედერერმა მე-8 ბალახის დიდი სლემი არ მოიგო. აღსანიშნავია ასევე წლის შემაჯამებელ ტურნირზე 5-ჯერ გამარჯვება და 11 მასტერსის ტიტული. ჯამში სამპრასს ATP-ის 64 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 286 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს, რაც ასევე რეკორდი იყო, სანამ 2012 წელს ფედერერმა არ გააუმჯობესა. ამერიკელი 1993-დან 1998 წლამდე ასრულებდა წელიწადს რეიტინგში პირველ ჩოგნად. სანაკრებო დონეზე, მან ორჯერ მოიგო დეივისის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. სამპრასმა საუკეთესო შედეგები სწრაფ კორტებზე დააფიქსირა – ბალახზე, ჰარდზე და ხალიჩაზე, ხოლო თიხის ნელ საფარზე იგი იშვიათად აღწევდა წარმატებას.

2007 წელს, სამპრასი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 18 (14–4)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1990 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა ანდრე აგასი 6–4, 6–3, 6–2
მარცხი 1992 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი შვედეთის დროშა სტეფან ედბერგი 6–3, 4–6, 6–7(5–7), 2–6
გამარჯვება 1993 უიმბლდონი (1) ბალახი აშშ-ის დროშა ჯიმ კურიე 7–6(7–3), 7–6(8–6), 3–6, 6–3
გამარჯვება 1993 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი საფრანგეთის დროშა სედრიკ პიოლინი 6–4, 6–4, 6–3
გამარჯვება 1994 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა ტოდ მარტინი 7–6(7–4), 6–4, 6–4
გამარჯვება 1994 უიმბლდონი (2) ბალახი ხორვატიის დროშა გორან ივანიშევიჩი 7–6(7–2), 7–6(7–5), 6–0
მარცხი 1995 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა ანდრე აგასი 6–4, 1–6, 6–7(6–8), 4–6
გამარჯვება 1995 უიმბლდონი (3) ბალახი გერმანიის დროშა ბორის ბეკერი 6–7(5–7), 6–2, 6–4, 6–2
გამარჯვება 1995 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი აშშ-ის დროშა ანდრე აგასი 6–4, 6–3, 4–6, 7–5
გამარჯვება 1996 აშშ-ის ღია პირველობა (4) ჰარდი აშშ-ის დროშა მაიკლ ჩანგი 6–1, 6–4, 7–6(7–3)
გამარჯვება 1997 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი ესპანეთის დროშა კარლოს მოია 6–2, 6–3, 6–3
გამარჯვება 1997 უიმბლდონი (4) ბალახი საფრანგეთის დროშა სედრიკ პიოლინი 6–4, 6–2, 6–4
გამარჯვება 1998 უიმბლდონი (5) ბალახი ხორვატიის დროშა გორან ივანიშევიჩი 6–7(2–7), 7–6(11–9), 6–4, 3–6, 6–2
გამარჯვება 1999 უიმბლდონი (6) ბალახი აშშ-ის დროშა ანდრე აგასი 6–3, 6–4, 7–5
გამარჯვება 2000 უიმბლდონი (7) ბალახი ავსტრალიის დროშა პატრიკ რაფტერი 6–7(10–12), 7–6(7–5), 6–4, 6–2
მარცხი 2000 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი რუსეთის დროშა მარატ საფინი 4–6, 3–6, 3–6
მარცხი 2001 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი ავსტრალიის დროშა ლეიტონ ჰიუიტი 6–7(4–7), 1–6, 1–6
გამარჯვება 2002 აშშ-ის ღია პირველობა (5) ჰარდი აშშ-ის დროშა ანდრე აგასი 6–3, 6–4, 5–7, 6–4

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 6 (5–1)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1991 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (1) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა ჯიმ კურიე 3–6, 7–6(7–5), 6–3, 6–4
მარცხი 1993 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი ხალიჩა (დ) გერმანიის დროშა მიხაელ შტიხი 6–7(3–7), 6–2, 6–7(7–9), 2–6
გამარჯვება 1994 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ფრანკფურტი (2) ხალიჩა (დ) გერმანიის დროშა ბორის ბეკერი 4–6, 6–3, 7–5, 6–4
გამარჯვება 1996 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი (3) ხალიჩა (დ) გერმანიის დროშა ბორის ბეკერი 3–6, 7–6(7–5), 7–6(7–4), 6–7(11–13), 6–4
გამარჯვება 1997 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი (4) ჰარდი (დ) რუსეთის დროშა ევგენი კაფელნიკოვი 6–3, 6–2, 6–2
გამარჯვება 1999 ATP-ის ტურის მსოფლიო ჩემპიონატი, ჰანოვერი (5) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა ანდრე აგასი 6–1, 7–5, 6–4

(დ) – დახურული კორტი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Novak Djokovic is one of the five best players ever, says John McEnroe“. usatoday.com. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2017.
  2. „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2017.
  3. „Pete Sampras – One of the Greatest Tennis Players of All Time“. stevegtennis.com. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2018.
  4. „Grand-slammed“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  5. „Top 10 Men's Tennis Players of All Time“. si.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.
  6. „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (M): NO. 4, PETE SAMPRAS“. tennis.com. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.
  7. „Super Sampras silences critics“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2018.