პიეტრო პერუჯინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიეტრო პერუჯინო

პერუჯინოს ავტოპორტრეტი 1497–1500
სრული სახელი პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩი
დაიბადა 1446
დაბადების ადგილი იტალიის დროშა იტალია, უმბრიის რეგიონი, ჩიტა დელა პიევეს კომუნა
გარდაიცვალა 1523[1]
გარდაცვალების ადგილი პერუჯა
ეროვნება იტალიელი
სფერო ფერწერა, ფრესკა
მიმდინარეობა რენესანსი
ცნობილი ნამუშევრები «გასაღებების გადაცემა»
მან გავლენა მოახდინა რაფაელი

პიეტრო პერუჯინო (იტალ. Pietro Perugino, სრული სახელი პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩი - Pietro di Cristoforo Vannucci; დ. 1446 — გ. 1524) — იტალიელი მხატვარი რენესანსის ეპოქაში, უმბრიის სკოლის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასაღების გადაცემა, სიქსტეს კაპელა

დაიბადა ჩიტა დელა პიევეს კომუნაში, ქალაქ პერუჯადან 35 კმ-ში. ადგილობრივ მხატვართან სწავლების შემდეგ 1470 წელს ჩამოვიდა ფლორენციაში და შევიდა ანდრეა დელ ვეროკიოს სახელოსნოში.

1481 წელს უკვე ცნობილი დიდი მხატვარი, იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრების რიცხვში, მიწვეული იქნა რომში პაპის სიქსტუს IV-ს მიერ სიქსტეს კაპელას მოხატვაში მონაწილეობის მისაღებად.

პერუჯინო მუშაობდა იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ყველაზე მეტად პერუჯაში, სადაც ის ხელმძღვანელობდა დიდ სახელოსნოს. XV საუკუნის 80-90-იან წლებში პერუჯინო იყო ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი მხატვარი. მისი მოწაფეებიდან ყველაზე ცნობილია — რაფაელი.

პერუჯინოს საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება 1500 წლამდე შექმნილი ნამუშევრები. მათ შორი გამოიყოფა „გასაღებების გადაცემა“, რომელიც გამოირჩევა კომპოზიციის გრაციოზულობით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათია — „ქრისტეს დატირება“.

პერუჯინო გარდაიცვალა 1524 წელს ქალაქ პერუჯაში ჭირისგან. მისი მოწაფის რაფაელის გარდაცვალების შემდეგ პერუჯინომ დაასრულა რაფაელის მიერ დაუმთავრებელი ფრესკები პერუჯას ეკლესიში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. autori vari Enciclopedia TreccaniIstituto dell'Enciclopedia Italiana, 1929.