პეტრე I-ის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Peter I Øy
პეტრე I-ის კუნძული
{{{link alias-s}}} მდებარეობა
ოფიციალური ენა ნორვეგიული
ფართობი
 -  სულ 156 კმ2 
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით

პეტრე I-ის კუნძული — დაუსახლებელი კუნძული ანტარქტიდის ნაპირიდან 400 კმ-ში, წყნარი ოკეანის ნაწილში, ბელინსგაუზენის ზღვაში, ალექსანდრე I-ის მიწის ახლომდებარე რაიონში. კოორდინატებია 68°51′ ს. გ. 90°35′ დ. გ. / 68.850° ს. გ. 90.583° დ. გ. / -68.850; -90.583.

კუნძულზე პრეტენზიას აცხადებს ნორვეგია და მას თვლის საკუთარ დამოკიდებულ ტერიტორიად[1]. მაგრამ, ის მდებარეობს სამხრეთი განედის 60°-ის სამხრეთით — რეგიონში, სადაც ტერიტორიული პრეტენზიები არ არის აღიარებული უმრავლესი სახელმწიფოების მიერ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ზომებია — 19 კმ სიგრძეში და 11 კმ სიგანეში, მისი ფართობია — 156 კმ²[2]. უმაღლესი წერტილია (ლარს კრისტენსენის პიკი), რომლის სიმაღლეა 1640 მეტრი ზღვის დონიდან[3] — ესაა ვულკანური მასივის მწვერვალი, რომლისგანაც შედგება კუნძული. ის თითქმის მთლიანად (95 %-ით) დაფარულია ყინულით, მხოლოდ სანაპიროს ზოგიერთ მონაკვეთებზე არსებობს ხმელეთის ქვის მცირე ზოლები. არსებობს მხოლოდ სამი ადგილი, სადაც შესაძლებელია ნავიდან სანაპიროზე გადმოსვლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული აღმოჩენილია 1821 წლის 11 იანვარს (ძველი სტილი) რუსული ექსპედიციის მიერ ფადეი ბელინსგაუზენის მეთაურობით და სახელი დაერქვა რუსეთის ფლოტის დამაარსებლის — იმპერატორ პეტრე I-ის პატივსაცემად. განუწყვეტელი ყინულების გამო, რომელიც ფარავს ზღვას, ექსპედიციის გემებმა ვერ შეძლეს კუნძულთან 14 საზღვაო მილზე (26 კმ) უფრო ახლოს მიახლოება, ამიტომ გადასვლა კუნძულზე ვერ მოხერხდა.

ადამიანები პეტრე I-ის კუნძულზე პირველად მივიდნენ მისი აღმოჩენიდან მხოლოდ 108 წლის შემდეგ. 1929 წლის 2 თებერვალს კუნძულზე გადავიდნენ ნორვეგიის პოლარული ექსპედიციის მონაწილეები გემით «ნორვეგია». მათ აღმართეს ნორვეგიის დროშა და კუნძული გამოაცხადეს ნორვეგიის საკუთრებად. 1931 წელს ეს პრეტენზია დაადასტურა ნორვეგიის პარლამენტმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]